რუსეთში YouTube-ის მუშაობის 70%-ით შენელებას გეგმავენ

მსოფლიო 1721976726
YouTube

რუსეთში YouTube-ის მუშაობის 70%-ით შენელებას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის კავშირისა და IT-ის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე სტაციონარულ კომპიუტერებზე YouTube-ის მუშაობა 40%-ით შეიძლება შენელდეს, ხოლო შემდეგი კვირის ბოლომდე - 70%-ით.

ხინშტეინის თქმით, აღნიშნული ზომა მხოლოდ „დესკტოპის“ ვერსიებს შეეხება, მობილურ კავშირს კი ჯერ არა. რუსული სახელმწიფო გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ შენელების აღჭურვილობას მობილური ქსელების ტრაფიკის ანალიზი არ შეუძლია.

ხინშტეინის თქმით, YouTube-ის „დეგრადაცია“ ნაბიჯია, რომელიც უცხოური რესურსის ადმინისტრაციის წინააღმდეგაა გადადგმული, და არა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

ipn.ge