თეატრ „სახელოსნო 42“-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი

ბიზნესი 1764589388
სახელოსნო 42

თეატრი „სახელოსნო 42“, რომლის მხარდამჭერები არიან თიბისი კონცეპტი და Visa, ზამთრის სეზონს ყველასთვის საყვარელი სპექტაკლებით იწყებს.

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე მაყურებელს დეკემბრიდან დაუვიწყარ წარმოდგენებზე იწვევს. „ამარკორდი“, „ფრეკენ ჟული“, „დირიჟორი“, „ბენზინგასამართი სადგური“ ამ და სხვა სპექტაკლების ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ ბმულზე.

თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ამარკორდი |2, 3 და 16 დეკემბერი

ეს არის ამბავი — ერთი პატარა, მყუდრო იტალიურ ქალაქიდან, სადაც დილა სიცილით და სიცოცხლის სიყვარულით იყო გაჟღენთილი. ქალაქი ცოცხლობდა ფერებით, ხმებით, მუსიკით, ჩურჩულით დ მზის სინათლით. ყოველი დღე იმეორებდა თავად სიცოცხლის ხიბლს. მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი იცვლება. ქალაქში ჩნდება უცნობი, უცხო ძალა — უხმოდ, თითქოს ჩრდილიდან. სიცილი ქრება, მუსიკა ჩუმდება, ფერები ქრება. ქალაქი თითქოს სუნთქვას წყვეტს. სპექტაკლი სიყვარულის წერილია იმ სამყაროზე, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის არსებობენ და შეხსენება იმისა, რამდენად მარტივად შეუძლია ბოროტებას წაგვართვას ყველაზე ძვირფასი: თავისუფლება და ბედნიერება, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ.

ფრეკენ ჟული | 5, 14, დეკემბერი

,,ფრეკენ ჟული“ ერთ-ერთი ყველაზე, საინტერესო, მრავლისმთქმელი და ღრმა პიესაა სარეჟისორი და სამსახიობო თვალსაზრისით. ეს არის ამბავი, კლასობრივად სრულიად სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ადამიანებზე, რომლებიც სურვილების და მანიპულაციის გამაბრუებელ ფერხულში ებმებიან.

შეშლილის წერილები | 9, 11 დეკემბერი

არსებობს გზა პიროვნული თავისუფლებისკენ? შევძლებთ დავეთანხმოთ იმ პირობებსა და დაწესებულ საზღვრებს და ამავდროულად ვიფიქრებთ: რაღაც დიდსა და განსხვავებულზე? ნეტავ არის რამე სხვა გზა? საით მივექანებით ჩვენ ყველანი? არსებობს კი პარალელური თავისუფლება?

TooTsie | 10 დეკემბერი

სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.

დირიჟორი |12 დეკემბერი

1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს - ფურტვენგლერს ასამართლებენ. დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშავო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.

ბენზინგასამართი სადგური |17 დეკემბერი

როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით “ბენზინგასამართ სადგურზე” აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი.