პარიზი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქაღალდის ბილეთებზე უარს ამბობს

მსოფლიო 1763713194
პარიზი

პარიზი ტრენდს უერთდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ქაღალდის ბილეთებზე (რომლებიც ბოლო 125 (!) წლის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი) უარს ამბობს.

ახლა დედაქალაქის ყველა მცხოვრებს და ვიზიტორს მოუწევს Navigo-ს სამგზავრო ბარათების აღება ან ბილეთების შეძენა აპლიკაციის საშუალებით.

გადაწყვეტილება ეკოლოგიური მიზეზების გამო მიიღეს. ყოველწლიურად, პარიზის მეტროში დაახლოებით ნახევარი მილიონი ბილეთი იყიდება და მათი დასამზადებლად გამოყენებული ქაღალდის ტიპის გამო, ისინი გადამუშავებას არ ექვემდებარებიან.

ვრცლად 34travel.me – ზე