1748864837
ტექტო ჯგუფი - ქართული სამშენებლო დეველოპერული კომპანია

ტექტო ჯგუფი ქართული სამშენებლო დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება.
ბრენდის მიზანია სამშენებლო სექტორში განახორციელოს მნიშვნელოვანი გარდატეხა და შექმნას მაღალი ხარისხის თანამედროვე ეკოლოგიური ჯანსაღი, სასიამოვნო და მყუდრო საცხოვრებელი გარემო, ბუნებრივი რესურსების გაერთიანებით.
სახლი არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ საცხოვრებელ ფართთან, ის უნდა იყოს დასვენების, კომფორტის და უსაფრთხოების განცდის ადგილი. „ტექტო ჯგუფის“ მისია სწორედ ასეთი საცხოვრებელი კომპლექსების შექმნაა - ხარისხის მუდმივი კონტროლი, მომხმარებელზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა, ლამაზი და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.
კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია თითოეულ მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა.
ტექტო ჯგუფი დეველოპერულ საქმიანობასთან ერთად აწარმოებს, საერთაშორისო სტანდარტების (ISO) სრული დაცვით უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს, როგორიცაა: B500B კლასის არმატურა, B30 მარკის ბეტონი და პოლისტიროლის ბლოკი.
ტექტო ჯგუფის პროექტი ტექტო ფრანკო, თანამედროვე ზღვისპირა მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექს წარმოადგენს, რომელიც ინდუსტრიული ხმაურისგან მოშორებით სულ რამდენიმე წუთში მდებარეობს, ზღვიდან 100 მეტრში. კომპლექსი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ეკომეგობრული გარემოთი და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. კომპლექსი საერთო ჯამში აერთიანებს პრემიუმ კლასის 921 აპარტამენტს. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ მისამართზე: https://tekto.ge
ჩვენ ვქმნით მომავალს, რომელსაც მიზნად ისახავთ.
იფიქრე მომავალზე! იფიქრე ტექტოზე.
1748841480
2 ივნისი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ივნისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +13, +18°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჩრდილი-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +13, +18°, დღისით +20, +25°, ზოგან +29°-მდე; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +12, +17°.აღმოსავლეთ საქართველო თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +15°. გორი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°. ახალგორი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +11°. ჯავა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +10°. ცხინვალი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°. სტეფანწმინდა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +8°. გუდაური: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +6°. თიანეთი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +10°. თელავი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. ყვარელი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +17°. საგარეჯო: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°. სიღნაღი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +17°. დედოფლისწყარო: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°. ლაგოდეხი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°. დასავლეთ საქართველო სოხუმი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +17°. გაგრა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +16°. ოჩამჩირე: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +16°. ბათუმი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +16°. ქობულეთი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +15°. ფოთი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +17°. ხულო: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°. ქუთაისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +15°. ჭიათურა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°. ამბროლაური: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12°. ცაგერი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +12°. ონი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +10°. მესტია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +7°. ახალციხე: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°. ბორჯომი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°. ბაკურიანი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +5°.
1748840400
თბილისში, დღეს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათბილისში, დღეს მოსახლეობის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომოს დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთულუღის დასახლების IV, XII ქუჩების, ერევნის, ცუცქირიძის, კალატოზის, გრემის, გაბისკირიას, ვახტანგ მეექვსის, სპარტაკის, ბახვის, ელენე ახვლედიანის, ბაჩანას, კარდანახის, სამოქალაქოს, საამურის, ურიცკის, ქედის, შემოსავლის, აბდუშელიშვილის, მესხიშვილის, ერისთავის, მაცეხის, გიორგი წერეთლის, ლომოურის, ხარაგაულის, ხივინის, ავლაბრის, ხარაბაძის, ჯიქიას, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ზავრიევის, ჩოჩუას, ჯიქიას, კვაჭანტირაძის, ზანდუკელის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, მანდელშტამის, წულუკიძის, სამგორის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ქვემო თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, კუპრაძის, ჯავახეთის, კოტეტიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1748774820
E. I. f Beauty ჰეილი ბიბერის Rhode-ის 1 მლრდ დოლარად ყიდულობს - დეტალებიE. I. f Beauty-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჰეილი ბიბერის სილამაზის ბრენდ Rhode-ის 1 მლრდ აშშ დოლარად შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.FactSet-ის ცნობით, შენაძენი E. I. f. Beauty-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება. კომპანია 800 მლნ აშშ დოლარს ნაღდი ფულისა და აქციების სახით გადაიხდის, დანარჩენი 200 მლნ კი მომდევნო 3 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით ანაზღაურდება.აღსანიშნავია ისიც, რომ გარიგება, სავარაუდოდ, 2026 წლის მეორე ნახევარში დაიხურება.2022 წელს დაარსებულმა Rhode-მ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელთა ბაზა გააორმაგა, 2025 წლის მარტის მონაცემებით კი, ბოლო 12 თვეში 212 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
1748682180
პოლონეთი მოხალისეებს პლაჟების დასუფთავების სანაცვლოდ უფასო დასვენებას სთავაზობსპოლონეთში ფონდ Bałtyk 2.0-მა უჩვეულო კამპანია წამოიწყო. კერძოდ, 16 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ პირს შეუძლია, უფასოდ დაისვენოს ბალტიის ზღვის პოლონეთის სანაპიროზე, თუკი სანაცვლოდ პლაჟების დასუფთავებაში ჩაერთვება. ინფორმაციას 34travel ავრცელებს.პირველი ეკოლოგიური ჯგუფი დასუფთავების სამუშაოებს 3 ივლისს დაიწყებს, ხოლო განაცხადების მიღება 22 ივნისამდე გრძელდება.მონაწილეებს კარვებში განთავსებას, საკვებით უზრუნველყოფას, დაზღვევასა და სამუშაოსთვის საჭირო ყველა ინვენტარს სთავაზობენ, ხელთათმანებიდან დაწყებული ნაგვის ტომრებით დამთავრებული.ინიციატივა სპეციალური სამაჯურების გაყიდვით ფინანსდება.მხოლოდ გდინიაში, რომელიც გდანსკის ყურის სანაპირო პორტია, სადღესასწაულო სეზონზე 120 ტონამდე ნაგავი გროვდება, ხოლო პლაჟზე დიდი წვეულებების შემდეგ მხოლოდ ერთ შაბათ-კვირას 10 ტონამდე მინა შეიძლება, დარჩეს.მოხალისეებს გართობასაც ჰპირდებიან. კერძოდ, პროგრამა SUP-ბორდებზე ერთობლივ გასეირნებას, პლაჟის ფრენბურთს, ქვიშაში ხატვასა და საღამოს კოცონს ითვალისწინებს.გარემოსდაცვითი ინიციატივა ჰელის ნახევარკუნძულის პლაჟებს მოიცავს. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტი არა მხოლოდ დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს, არამედ სანაპიროზე არსებულ ეკოლოგიურ პრობლემაზეც მიიპყრობს ყურადღებას.
1748596960
რუსეთი ახალ სეზონზე მზესუმზირის ზეთის ექსპორტს 200 ათასი ტონით გაზრდისრუსეთი მზესუმზირის ზეთის ექსპორტს 2024/25 სეზონურ წელს მოსალოდნელ 5.0 მლნ ტონიდან 2025/26 სეზონურ წელს 5.2 მლნ ტონამდე გაზრდის.ამის შესახებ რუსეთის ზეთისა და ცხიმპროდუქტების კავშირის განცხადებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.სოიოს ზეთის მიწოდება 0.7 მლნ ტონიდან 1.0 მლნ ტონამდე, რაფსის ზეთის 1.5 მლნ ტონიდან 2.1 მლნ ტონამდე გაიზრდება, ხოლო სელის ზეთი 0.1 მლნ ტონის მოცულობამდე დარჩება.საერთო ჯამში, ზეთოვანი კულტურებისა და მათი გადამუშავებული პროდუქტების წარმოება 2024/25 სეზონური წლის 31.6 მლნ ტონიდან ახალ სეზონზე 33.8 მლნ ტონამდე გაიზრდება, რაც გადამუშავების სიმძლავრის 32.1 მლნ ტონიდან 35.6 მლნ ტონამდე გაზრდის ფონზე მოხდება.ცნობისთვის: 2024 წელს რუსეთი მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო.