წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა 

ბიზნესი 1735559632
შოკოლადი

    გლობალურ ბაზარზე შოკოლადის ფასის ზრდის მიუხედავად, საქართველოში შოკოლადის იმპორტი მზარდია. საქსტატის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 90,056.79 ათასი დოლარის ღირებულების 20,108.79 ტონა შოკოლადი იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18,850.37 ტონა. ზრდა 7%-ია.

    მიმდინარე მონაცემებით, საქართველოსთვის შოკოლადის იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა რუსეთია. რუსეთზე საქართველოში შოკოლადის იმპორტის 41%-ი მოდის.

    TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით შოკოლადს ყიდულობს:

    • რუსეთი - 8,145.21 ტონა,
    • უკრაინა - 3,020.34 ტონა,
    • თურქეთი - 2,148.48 ტონა,
    • პოლონეთი - 1,160.25 ტონა,
    • ხორვატია - 1,135.65 ტონა.

    ბოლო წლებს სტატისტიკას თუ გავაანალიზებთ, საქართველოში შოკოლადის იმპორტი ყოველწლიურად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იზრდება შოკოლადის მოხმარებაც.

    ბოლო წლების სტატისტიკა ქვეყანაში იმპორტირებულ შოკოლადთან დაკავშირებით ასე გამოიყურება:

    • 2021 - 19,704.70 ტონა,
    • 2022 წელი - 21,307.45 ტონა,
    • 2023 წელი - 22,207.22 ტონა.