ილონ მასკის განცხადებით, ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა

მსოფლიო 1738571229
USAID

კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ ისინი აშშ-ის საგარეო დახმარების სააგენტო USAID-ის დახურვაზე მუშაობენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ის შეკეთებას არ ექვემდებარება“, - აღნიშნა მასკმა და დასძინა, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას ეთანხმება.

მასკმა ეს კომენტარი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მუშაობის შედეგების განხილვის დროს გააკეთა.

Reuters-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შაბათ-კვირას USAID-ის უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ისინი შეეცადნენ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის შენობის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა შეეზღუდათ.