1738653184
მოლაპარაკებები უკრაინასთან და რუსეთთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით დისკუსიები კარგად მიმდინარეობს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიები რეალურად საკმაოდ კარგად მიმდინარეობს“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის მიერ აღნიშნული კომენტარის გაკეთებამდე, მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარება სურთ, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.
ipn.ge
1738570254
1738734420
5 თებერვალი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 5 თებერვალს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ნალექი, მთიან რეგიონებში თოვლის სახით. საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +3, +8°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით -3, +2°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +2, +7°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით + 3 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +3°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით+3°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +4.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით+5 °.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით+4°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +4°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -2°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით+2°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ნალექი. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +2°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ნალექი. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -1 °.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ნალექი. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით-2°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -4°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -7°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +1°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი.. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით 0°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -1°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-1°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -8°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -9°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-3°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -4°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით-3 °.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -7°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +3°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +3°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით+2°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით+2°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +1°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +3°.
1738733520
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 5 თებერვალს ელექტრომომარაგება?თბილისში, დღეს ნაძალადევის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს - 5 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, კოხრეიძის, დიდი ჯიხაიშის, სააკაძის, მრევლიშვილის, იმერეთის, ცინცაძის, ცოტნე დადიანის, სანერგის, რიონჰესის, ჭიჭინაძის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის, მერაბ კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, ლაპიაშვილის და ქუჩიშვილის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1738656334
Bugatti, Aston martin, Ferrari... - რამდენი ძვირადღირებული ავტომობილია საქართველოში რეგისტრირებულიAston martin, Bugatti, Ferrari, Lamborghini, Rolls Royce, Bentley - ეს ის 6 ძვირად ღირებული ავტომობილია, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით, მათი რაოდენობა საერთო ჯამში 117 ერთეულს შეადგენს. ყველაზე მეტი კი აქედან Ferrari-ა - დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ბრენდის 40 ერთეული მანქანაა რეგისტრირებული.გთავაზობთ ჩამონათვალს, რამდენი ძვირად ღირებული ავტომობილია რეგისტრირებული საქართველოში: Bugatti - 2 ერთეული Aston martin - 6 ერთეული Rolls Royce - 16 ერთეული Bentley - 26 ერთეული Lamborghini - 27 ერთეული Ferrari - 40 ერთეული აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მარკებიდან ყველაზე ძვირად ღირებული არის Bugatti. საქართველოში ამ ბრენდის 2 მოდელი მოძრაობს - Bugatti roadster, რომლის ფასი 5 მლნ დოლარიდან იწყება და Bugatti chiron, რომლის საწყისი ღირებულება 3 მლნ დოლარია.
1738656205
„ქუთაისში რამდენიმე კვების ობიექტი და სასტუმრო დაიხურა - გაცილებით რთული ვითარებაა რეგიონში“ - ლაშა ბერეკაშვილიქუთაისში რამდენიმე სასტუმრო და კვების ობიექტი უკვე დაიხურა,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.როგორც ბერეკაშვილი აღნიშნავს, არა მხოლოდ ქუთაისში, მთლიანად იმერეთის რეგიონში ტურისტი არ არის, რის გამოც, სასტუმროს დატვირთულობა და ჯავშნები შემცირებულია.„არ არის ჯანსაღი სიტუაცია, შესაბამისად, ჯავშნებიც არ არის. მაგალითად, დეკემბერში სასტუმროების დატვირთულობა 50% იყო, იანვარში, ალბათ, 20% იქნება. არაფერი შეგვიცვლია, შეფასებებიც იგივეა Booking-ზე. ანუ სერვისი იგივეა, შეფასება იგივეა, ჯავშნები კი არ არის, ალბათ, იმ მიზეზების გამო, რაც ქვეყანაში ხდება.თუ რომელიმე ობიექტს აქვს ჯავშნები, ეს არის ფასდაკლებების შემთხვევაში, რადგან სასტუმროები ისედაც მიზერულ ფასებზე კიდევ ფასდაკლებას აცხადებენ. მაგალითად, ერთ-ერთ სასტუმროს ხალხი ჰყავს, მაგრამ განახევრებული ფასებით. ანუ თუ სასტუმრო დატვირთულია, მაშინ ის საფასო პოლიტიკა აღარ აქვს, რაც ჰქონდა. ამ ნაწილშიც გაუარესებულია მდგომარეობა.ქუთაისში რამდენიმე ობიექტი დახურულია, მათ შორის არის სასტუმრო და კვების ობიექტები. ეს ხდება ქუთაისში და ზოგადად, იმერეთის რეგიონში გაცილებით რთული ვითარებაა... შეიძლება, ეს გაჩერება დროებითი იყოს“, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორი.ბერეკაშვილი ტურიზმის სექტორში არსებულ რთულ მდგომარეობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ახალი ან განახლებული ტურისტული ობიექტების ნაკლებობასაც უკავშირებს.„რაც შეეხება მიზეზებს, 100%-დან 60%-ის შემთხვევაში პირველი მიზეზი ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით შექმნილი არასტაბილური გარემოა. მეორე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წლის განმავლობაში ზრდა იყო 1%, რაც არაფერს ნიშნავს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალაქში პერიოდულად ექსპლუატაციაში ძალიან ბევრი ობიექტი ეშვება და თუ აეროპორტი წელიწადში მხოლოდ 1%-ით იზრდება, ვეღარ ეწევა სასტუმროების საჭიროებას. ესეც არის კრიზისის გამომწვევი, რომ ქუთაისის აეროპორტში არ გაზრდილა მგზავრთა რაოდენობა და ფრენების სიხშირე. თუ ჩვენ ახალი ქალაქები და ბაზრები არ დაგვემატა, არსებულმა უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები. მესამე - მე არ მახსოვს, ქალაქსა და მთლიანად რეგიონში ბოლოს როდის გაიხსნა ახალი ტურისტული ობიექტი, ან არსებული როდის განახლდა ისე, რომ ტურისტს გასჩენოდა სურვილი, ჩამოსულიყო. ესეც, ალბათ, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის“, - აცხადებს ბერეკაშვილი.
1738648380
4 თებერვალი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში დღეს ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, ნალექი, მთიან რეგიონებში თოვლის სახით. საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. ღამით ცვალებადი, დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +3, +8°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით -4, +1°.აღმოსავლეთ საქართველოში - ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით +4, +9°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, ზოგან -15°-მდე, დღისით +1, +6°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით+4 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +3°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით+3°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +4.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით+5 °.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით+4°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით+6°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -2°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით+4°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით 0°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -1 °.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით-2°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -3°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -6°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით 0°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით-1°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -2°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით-1°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით-6°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -7°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-6°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -3°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-2 °.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -9°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +2°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +3°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით+2°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით+2°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის ბოლოს დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -1°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +4°.