1741857714
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7813 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7813 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7813 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7940 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0127 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8736 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9010 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0274 ლარი შეადგინა.
1741857518
„წელს უნცია ოქროს ფასი 3000 დოლარამდე გაიზრდება“ - მიზეზებიანალიტიკოსები ძვირფასი მეტალის გაძვირებას ელოდებიან.როგორც Galt&Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, 2025 წლისთვის ერთი უნცია ოქროს ღირებულება 3000 დოლარს მიაღწევს. ამ დროისთვის კი, წლის საშუალო ფასი 2 811 დოლარს შეადგენს.როგორც მკვლევარი განმარტავს, გაზვირების გამომწვევ მიზეზებს შორის არის, როგორც ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვის ტენდენციის განგრძობითობა, ისე მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებაა.„წამყვანი საინვესტიციო ბანკების ამჟამინდელი პროგნოზების თანახმად ოქროს საშუალო ფასი მიმდინარე 2025 წელს ერთ უნციაზე $3 000-ს მიაღწევს. დღეის მდგომარეობით, 2025 წლის საშუალო ფასი $2 811 არის. შესაბამისად, ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდის მოლოდინი არსებობს. ამ მოლოდინს კი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით ოქროს შესყიდვები - ეს ფაქტორი ბაზარზე არახალია და ბოლო 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ზრდაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ბანკების აქტივობა არ შენელებულა და შესაბამისად, მათი შესყიდვები კვლავ დადებით ეფექტს ახდენს ფასებზე.მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია - ოქრო, როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტი, უპირველეს ყოვლისა უსაფრთხო (ან ყველაზე მეტად უსაფრთხო) აქტივად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, დღეს არსებული გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე მისი მიმზიდველობა იზრდება. მაგალითისთვის, როცა ინვესტორები საკუთარ პორტფელზე პოტენციური სატარიფო ომის გავლენის შემცირებას ცდილობენ, მათ აქციების ბაზარზე გაკეთებული ინვესტიციების ნაწილი სხვა დაბალრისკიან აქტივებში გადააქვთ (მათ შორის დიდწილად ოქროში).საპროცენტო განაკვეთების შემცირება - ოქროს ძირითად კონკურენტად, როგორც წესი, დაბალრისკიანი სახაზინო ობლიგაციები განიხილება. გასული წლების განმავლობაში, გლობალური ინფლაციის დამსახურებით, მსხვილ ეკონომიკებში საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე იყო, რაც სახაზინო ობლიგაციების გაზრდილ შემოსავლიანობაში ითარგმნებოდა, მათი მაღალი შემოსავლიანობა კი ამცირებდა ოქროს მიმზიდველობას. დღეის მდგომარეობით საპირისპირო ციკლი უკვე დაწყებულია - წამყვანი ცენტრალური ბანკები თანდათანობით ამცირებენ (ან ზოგ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ შეამცირებენ) საპროცენტო განაკვეთებს, რაც ძვირფასი მეტალის მოთხოვნაზე დადებით ეფექტს იქონიებს“,- ამბობს მკვლევარი.ცნობისთვის, 2024 წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1044 ტონით გაზარდეს. მონაცემების მიხედვით, ზედიზედ მესამე წელია ცენტრალური ბანკები წლიურად რეზერვებს ჯამში 1000 ტონაზე მეტით ზრდიან.ამასთან, 2024 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველი პოლონეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები იყო.
1741857429
AirBaltic უკრაინაში ფრენების აღსადგენად მზად არისავიაკომპანია AirBaltic-ის მენეჯმენტი უკრაინაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ელოდება და ბაზარზე დასაბრუნებლად მზად არის. ინფორმაციას epravda უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.სამინისტრომ განცხადება ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის ამჟამინდელი მდგომარეობა, უკრაინელი სპეციალისტების მხარდაჭერისა და მომზადების შესაძლებლობები და „რისკების შეფასების“ დოკუმენტის ანალიზი იყო.ეს დოკუმენტი გასული წლის ბოლოს სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა, განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო საწარმო „უკრაერორუხმა“ და სამხედროებმა ერთობლივად მოამზადეს. დოკუმენტი საჰაერო სივრცის ნაწილობრივ გახსნისას ძირითად საფრთხეებსა და მათი მინიმიზაციისთვის აუცილებელ ზომებს განსაზღვრავს.AirBaltic-მა დაადასტურა მზადყოფნა თავის ქსელში კიევისა და ლვოვის მარშრუტების რეინტეგრირების შესახებ, როგორც კი საჰაერო სივრცე გაიხსნება და ყველა საჭირო დადასტურება იქნება მიღებული. ავიაკომპანია, ასევე, კავშირის გაფართოებას რიგის მიღმა გეგმავს, რომ კიევი ბალტიისპირეთის სხვა დედაქალაქებს, ტალინსა და ვილნიუსს დაუკავშიროს.AirBaltic-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მარტინ გაუსის განცხადებით, ავიაკომპანიას აქვს თანმიმდევრული გეგმა და იცავს იმ ვალდებულებას, რომ უკრაინაში პირველები დაბრუნდნენ, როცა ამის გაკეთება უსაფრთხო იქნება.„კიევში ჩვენი მეორე ვიზიტის შემდეგ მზადება ჩვენი დაბრუნებისთვის აქტიურად მიმდინარეობს,“ - აცხადებს გაუსი.AirBaltic (Air Baltic Corporation AS) ბალტიისპირეთის ქვეყნებში წამყვანი ავიაკომპანია და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული გადამზიდავია.ცნობისთვის, უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ევროპული ავიაკომპანიები, Wizz Air და Ryanair მზად არიან, უკრაინაში ფრენები ცეცხლის შეწყვეტიდან 6 კვირაში აღადგინონ. უნგრული Wizz Air, დაახლოებით, 30 შემავალი მარშრუტით აღდგენას ისახავს მიზნად და “ბორისპოლის” აეროპორტში აუდიტის ჩასატარებლად კიევში ავიაკომპანიის დელეგაციის ვიზიტიც დაიგეგმა. ირლანდიური Ryanair ამზადებს გეგმას, რომელიც საშუალებას მისცემს, უკრაინაში ფრენები რუსეთთან ომის შეჩერებიდან ოთხიდან ექვს კვირაში განაახლოს. ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ ეს წელს მოხდება. Ryanair კიევსა და ლვოვში, დაახლოებით, 24 მარშრუტის გახსნას გეგმავს.
1741851869
დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ახალქალაქში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობაქ. ახალქალაქში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესებული პირები.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მარეგულირებელი კომისიის როლი და ფუნქციები. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლის მიზანიცაა მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.10-15 მარტს, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ორგანიზატორები არიან სემეკი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო.კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
1741844263
13 მარტი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +23, +28°, სანაპირო რაიონებში +15, +20°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +15, +20°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°,ზოგან -2°-მდე, დღისით +21, +26°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +10, +15°.სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +23°;ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +16°;ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +17°;ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°;ზუგდიდი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°;ანაკლია: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;ოზურგეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +27°;ონი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +22°;გორი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +26°;ცხინვალი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +25°;თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +26°;მარნეული: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +26°;რუსთავი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +26°;ახალციხე: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +21°;ბორჯომი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +21°;ბაკურიანი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +15°;სტეფანწმინდა: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +10°;თელავი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +22°.
1741844225
თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია დროებით შეიზღუდებათბილისში, დღეს - 13 მარტს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, კაჭარავას, ბოჭორმის, ქეთევან მაღალაშვილის, შავსოფლის, ბოჭორიძის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, პატარძეულის, უჯარმის, არბოშიკის, სამასი არაგველის, იალბუზის, ლუსინიანის, ბოდბის, გლახო ზახაროვის, დოლაბაურის და ეთერ კაკულიას ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.