1722058676
2022 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა
![ნავთობპროდუქტები ნავთობპროდუქტები](https://m2b.ge/uploads/files/2022/01/12/555/satsvavi_w_h.jpeg)
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2022 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1150,3 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 0,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1148,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 607,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 542,9 ათასი ტონა.
„კატეგორიების მიხედვით, 2022 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 381 ათასი ტონა (62,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 213,3 ათასი ტონა (35,1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 13,1 ათასი ტონა (2,2%);
2022 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 651,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან:
⭕ რუმინეთი - 240,3 ათასი ტონა - 20,9%
⭕ ბულგარეთი - 109,3 ათასი ტონა - 9,5%
⭕ თურქმენეთი - 75,2 ათასი ტონა - 6,5%
⭕ აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 4,8%
⭕ თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 0,7%
⭕ საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა - 0,4%
⭕ ყაზახეთი - 2,0 ათასი ტონა - 0,1%
⭕ ბელარუსი - 1,0 ათასი ტონა - 0,1% და სხვა“, - განმარტავენ ასოციაციაში.