2022 წლის დეკემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობამ 317 მილიონი დოლარი შეადგინა

ფულადი გზავნილები რუსეთიდან

2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი (1438.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 133.2%-ით (305.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

💰 რუსეთის ფედერაცია - $317.31 მლნ

💰 იტალია - $43.20 მლნ

💰 აშშ - $34.30 მლნ

💰 საბერძნეთი - $20.67 მლნ

💰 ისრაელი - $19.05 მლნ

💰 გერმანია - $16.95 მლნ

💰 ყაზახეთი - $12.86 მლნ

💰 ყირგიზეთი - $10.67 მლნ

💰 თურქეთი - $9.16 მლნ

💰 ესპანეთი - $5.22 მლნ

💰 აზერბაიჯანი - $4.71 მლნ

💰 საფრანგეთი - $4.53 მლნ

💰 ტაჯიკეთი - $4.09 მლნ

💰 გაერთიანებული სამეფო - $3.98 მლნ

💰ირლანდია - $3.04 მლნ

💰 პოლონეთი - $2.43 მლნ

💰 ბელარუსი - $2.30 მლნ

💰 კანადა - $2.13 მლნ

💰 სომხეთი - $1.98 მლნ

💰 უზბეკეთი - $1.70 მლნ

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.1% მოდიოდა. 

2022 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.8 მლნ აშშ დოლარი (90.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის დეკემბერის (33.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით მეტია.