1787724000
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ წელს ყველაზე მეტი შაქარი შეიძინა
სოფლიოში შაქარი გაძვირდა. პროდუქტის გლობალური საბირჟო ფასები, 18 აგვისტოს მდგომარეობით, 4%-ით გაიზარდა და ფუნტზე 0.176 დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის 22 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.
საქართველო შაქარს ყველაზე დიდი მოცულობით ბრაზილიისგან ყიდულობს. რაც შეეხება ჯამურ მოცულობას, საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოში იმპორტის რაოდენობამ 114 029 ტონა შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობითვე, შაქრის იმპორტში ქვეყანამ 54 მლნ დოლარი გადაიხადა, მაშინ, როცა გასული წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 43.9 მლნ დოლარის 78 ტონა პროდუქტი შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ წელს 1 კილოგრამი შაქრის საშუალო საიმპორტო ღირებულება 47 ცენტს შეადგენს.
ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ყველაზე მეტი შაქარი იყიდა, არის:
- ბრაზილია - 15.2 მლნ დოლარის 37 500 ტონა;
- პოლონეთი - 12.2 მლნ დოლარის 24 351 ტონა;
- საფრანგეთი - 7.2 მლნ დოლარის 14 152 ტონა;
- სალვადორი - 7.1 მლნ დოლარის 17 000 ტონა;
- ნიდერლანდები - 5.8 მლნ დოლარის 10 204 ტონა.



