1767855689
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6982 ლარი გახდა
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1512 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1595 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0083 ლარი შეადგინა.
1767938727
„ქარის გაძლიერება, ძლიერი წვიმა, თოვლი, ზვავსაშიშროება“ - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.„ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
1767857115
„ნესტლემ“ ჩვილ ბავშვთა ხელოვნური საკვების პარტიები გაიწვია - რომელ პროდუქტებს შეეხო აკრძალვაკომპანია „ნესტლემ“ ჩვილის ხელოვნური საკვების შეზღუდული პარტიები გაიწვია. საქმე ეხება მშრალი ხსნადი რძისა და ფერმენტირებული რძის შემცველი ფორმულების შერჩეულ პარტიებს, ასევე ამინომჟავებზე დაფუძნებულ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებიც სპეციალიზებული სამედიცინო დიეტის მქონე ჩვილებისთვის არის განკუთვნილი. პროდუქტებს შორისაა NAN 1 OPTIPRO, NAN 2 OPTIPRO, NAN Kislomolochniy (12 თვემდე ჩვილებისთვის), NAN Supreme (იგივე ასაკობრივი ჯგუფი) და ALFARÉ Amino.თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, „ნესტლემ“ პროდუქცია უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან გაიწვია, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავისი პროდუქცია - SMA, BEBA და NAN კომპანიამ ევროპის რამდნეიმე ქვეყნიდანაც ამოიღო.საქმე ეხება არაქიდონის მჟავაში ცერეულიდის ტოქსინს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ოდენობით დადასტურდა, „ნესტლემ“ ნებისმიერი შესაძლო რისკის შესამცირებლად ნებაყოფლობითი გამოწვევის მეთოდი აირჩია. გაწვევის პროცესი უზბეკეთში 2026 წლის 5 იანვარს დაიწყო.კომპანიაში განმარტავენ, რომ ამოღებას დაექვემდებარა მხოლოდ მითითებული პარტიები და ჩვილ ბავშვთა სხვა კვების პროდუქტები ჩვეულებრივ კვლავ რჩება გაყიდვაში. „ნესტლემ“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მისი უმთავრესი პრიორიტეტია. კომპანიაში განაცხადეს, რომ გაწვევა წარმოადგენს სიფრთხილის ზომას, რომელიც შეესაბამება მის გლობალურ ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. მათი მტკიცებით, დღემდე არ დაფიქსირებულა ზიანის არცერთი დადასტურებული შემთხვევა.
1767676249
როგორი ამინდი იქნება 6 იანვარს საქართველოში6 იანვარს, საქართველოს უმეტეს ქალაქში ღრუბლიანი ამინდია. დედაქალაქში +12 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +16 - ღრუბლიანისოხუმი +14 - ღრუბლიანიზუგდიდი +14 - ღრუბლიანიმესტია 8 - ღრუბლიანიფოთი +14 - ღრუბლიანიბათუმი +14 - ღრუბლიანიოზურგეთი +15 - ღრუბლიანიქუთაისი +15 - ღრუბლიანიამბროლაური +13 - ღრუბლიანიახალციხე +11 - ღრუბლიანიბორჯომი +6 - ღრუბლიანიბაკურიანი +4 - ღრუბლიანიგორი +7 - ღრუბლიანიცხინვალი +8 - ღრუბლიანისტეფანწმინდა +3 - ღრუბლიანიგუდაური +0 - ღრუბლიანითელავი +12 - ღრუბლიანირუსთავი +11 - უმეტესად ღრუბლიანითბილისი +12 - უმეტესად ღრუბლიანი
1767602744
რა ქონებას ფლობს ნიკოლას მადურო, რომელიც ოდესღაც ავტობუსის მძღოლი იყონიკოლას მადურომ, რომელიც თითქმის 12 წელია ვენესუელას პრეზიდენტია, მმართველობა მოულოდნელად დაასრულა.შეგახსენებთ, მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ვენესუელაში ჩატარებული ამერიკული სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს და ნიუ-იორკის ციხეში გადაიყვანეს.რაც შეეხება მის ქონებას, 63 წლის მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის, წმინდა ქონების შეფასება შეზღუდული ინფორმაციის გამო ბუნდოვანია. „ცნობილი ადამიანების წმინდა ქონების“ მიხედვით, მადუროს წმინდა ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ფლორესის წმინდა ქონება 2-დან 5 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ეს შეფასებები საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასებსა და აღრიცხულ აქტივებს ეფუძნება.ცნობისთვის, წლების წინ მადურომ კარაკასის მეტროპოლიტენის სისტემაში ავტობუსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. თანდათან ის პროფკავშირებში ჩაერთო. ამან ის პოლიტიკაში გაიყვანა და ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის, ახლო მოკავშირე გახდა.2013 წელს ის დაქორწინდა ქვეყნის წამყვან იურისტსა და პოლიტიკოსზე, სილია ფლორესზე, რომელიც ვენესუელას ეროვნული ასამბლეის წევრი იყო, ხოლო 2006 წელს მისი პრეზიდენტი გახდა. 2006 წლიდან 2013 წლამდე მადურო ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2013 წელს ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, ის სამხრეთ ამერიკული ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.2024 წელს ის მესამედ აირჩიეს პრეზიდენტად.შეგახსენებთ, მადუროს მთავრობას არაერთხელ დასდეს ბრალი ფართოდ გავრცელებულ კორუფციაში, მათ შორის ბრალდებებში, რომ მაღალი თანამდებობის პირები ნავთობიდან მიღებული შემოსავლის მილიარდობით დოლარს კრიმინალური ქსელების მეშვეობით ითვისებდნენ. მის ადმინისტრაციას აშშ-მა და სხვა ერებმა მკაცრი სანქციები დაუწესეს. 2020 წელს ვაშინგტონმა მას კორუფციასა და სხვა დანაშაულებში ბრალი წაუყენა.მადუროს მომავალ კვირას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.
1767162346
გარემოს ეროვნული სააგენტო - 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახითგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.მათივე ცნობით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.„დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



