ატმის იმპორტი 661%-ით გაიზარდა - რა ღირს ხილი მარკეტებსა და ბაზარში

ატამი

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 2130 აშშ დოლარის ღირებულების 610 კგ ატამი, ხოლო გასულ წელს 280 დოლარის 50 კგ.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ატმის იმპორტი 661%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში ატმის იმპორტიორი ქვეყნები ნიდერლანდები და თურქეთი იყო.

მონაცემების თანახმად, საქართველოს მიმდინარე წელს 1 კგ-ის იმპორტი 3.5 დოლარი (კურსით დაახლოებით 9 ლარი) უჯდებოდა, ხოლო გასულ წელს 5.6 დოლარი (კურსით დაახლოებით 15 ლარი). რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ატმის იმპორტი 40%-ით გაიაფდა. 

რაც შეეხება ფასებს, მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ატმის ღირებულება 15-22 ლარის ფარგლებშია, ხოლო ბაზრებში 10-20 ლარის ფაგრლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასნამატი მარკეტებში მინიმუმ 66-144%-ს შეადგენს, ხოლო ბაზრებში 11-122%-ს.