სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადო

ზურაბიშვილი

 სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადო. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ვეტო არის გამართული იურიდიულად და ის დღესვე გადაეცემა პარლამენტს.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.