ბათუმში ახალაშენებული ბინები გაძვირდა - როგორ შეიცვალა ბინების ფასი თბილისში

ბათუმი

Recov.ge-ს მონაცემებით, მაისში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 090 აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძველი ბინების შემთხვევაში საშუალო შეწონილი ფასი 1%-ით შემცირდა და 724 აშშ დოლარი გახდა.

რაც შეეხება გაყიდვებს, 2024 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9%-ით, 1,261 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომამ კი 7%-ით იკლო და 62 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

ამასთანავე, დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 0.5%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრსა (8%-იანი) და გარეუბნებში (14%-იანი) ზრდა დაფიქსირდა.

ძველი ბინების შემთხვევაში, გასაყიდი ფასი ცენტრში 1%-ით შემცირდა, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 5% და 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მაისში საშუალო გასაყიდი ფასი დედაქალაქში 1 036 დოლარი იყო. გაყიდული საცხოვრებელი ბინების რაოდენობამ 3,225 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 10%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 6%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.