ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის მოცულობა 40%-ით გაიზარდა - სად ვყიდით

ხილის წვენი

2026 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 13.4 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, 20.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 40%-ით (3.8 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 35%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში, ექსპორტი 47 ქვეყანაში განხორციელდა და ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (25%), ავსტრალია (19%), რუსეთი (13%), გერმანია (9%) და ისრაელი (7%).