1734950056
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7944 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7944 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7938 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9425 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9564 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.
1735212991
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებსგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
1735202415
მარია ზახაროვა - რუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებსრუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.„ეს რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით გაკეთდა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი ქსელების გაუარესებით და კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგით არის გამოწვეული. აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისად თავის წილს სოხუმიც გააკეთებს, მათ შორის რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.მისი თქმით, „აფხაზურ საზოგადოებაში მოსკოვთან ალიანსის გაძლიერების ფართო მოთხოვნა არსებობს“.„ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს დაგეგმილი არჩევნების შედეგად ლიდერის არჩევა მოხდება, რომელიც აფხაზეთის პროგრესული განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების კუთხით ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.
1735202176
რუსეთი სანქციების ფონზე საერთაშორისო ვაჭრობაში ბიტკოინს იყენებსრუსულმა კომპანიებმა საერთაშორისო გადახდებისთვის ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტის გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც დასავლური სანქციების საწინააღმდეგოდ შეტანილი ცვლილებების შედეგად ასეთი ოპერაციები კანონმდებლობით იქნა დაშვებული.ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.“საგარეო სავაჭრო ტრანზაქციებისთვის ექსპერიმენტულ რეჟიმში ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია, რომელიც რუსეთში მოვიპოვეთ. ასეთი ტრანზაქციები უკვე ხდება და ისინი უნდა გაფართოვდეს და განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, ეს მომავალ წელს მოხდება. ციფრულ ვალუტაში საერთაშორისო გადახდები - ეს მომავალია,” - ამბობს სილუანოვი.Reuters წერს, რომ დასავლეთის სანქციებმა მსხვილ პარტნიორებთან, როგორიც ჩინეთი და თურქეთია, რუსეთის ვაჭრობა გაართულა. ამ ქვეყნების ბანკები რუსეთთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს უკვე ერიდებიან, რომ დასავლური რეგულატორების შემოწმება თავიდან აიცილონ.წელს რუსეთმა საგარეო სავაჭრო ოპერაციებში კრიპტოვალუტის გამოყენება დაუშვა და კრიპტოვალუტის, მათ შორის, ბიტკოინის მაინინგის ლეგალიზებისთვის ნაბიჯები გადადგა.რუსეთი ბიტკოინ-მაინინგის სფეროში ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია.ცნობისთვის: მიმდინარე თვის დასაწყისში პუტინმა ბიტკოინი სარეზერვო ვალუტაში დოლარის ალტერნატივად დაასახელა. მან კრიპტოვალუტის ფართო გამოყენებას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ბიტკოინის რეგულირება მსოფლიოში არავის შეუძლია. ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე და მესამე მოსმენით დაუყოვნებლივ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგს აკანონებს.bpn.ge
1735201647
13-მა ქართულმა ბანკმა 11 თვეში 2.85 მილიარდი ლარის მოგება მიიღო, 4 ზარალზეასაქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2.85 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 321 მილიონი ლარით მეტია.ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 11 მილიონი ლარის ზარალი განიცადა "სილქ ბანკმა", ასევე ზარალზე არიან "ჰეშ ბანკი", "პეისერა" და "პეივბანკი".ქართული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები 2024 წლის 11 თვეში: # ბანკი მოგება/ზარალი 2024 წლის 11 თვეში 1 საქართველოს ბანკი 1,399 მილიონი ლარი; 2 თი–ბი–სი ბანკი 1,079 მილიონი ლარი; 3 ლიბერთი ბანკი 102 მილიონი ლარი; 4 ბაზისბანკი 72 მილიონი ლარი; 5 კრედო ბანკი 58 მილიონი ლარი; 6 ქართუ ბანკი 42 მილიონი ლარი; 7 პროკრედიტ ბანკი 30 მილიონი ლარი; 8 ტერა ბანკი 29 მილიონი ლარი; 9 ხალიკ ბანკი 18 მილიონი ლარი; 10 იშ ბანკ 13 მილიონი ლარი; 11 ვი–თი–ბი ბანკი 11 მილიონი ლარი; 12 პაშაბანკი 8 მილიონი ლარი; 13 ზირაათ ბანკი 5 მილიონი ლარი; 14 პეივბანკი -1 მილიონი ლარი; 15 პეისერა -1 მილიონი ლარი; 16 ჰეშბანკი -4 მილიონი ლარი; 17 სილქ ბანკი -11 მილიონი ლარი.
1735196696
ივანიშვილის ქონება წელს $905 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, $7.50 მილიარდს მიაღწიაBloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი $7.50 მილიარდს ფლობს, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილი, რომელიც Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში 390-ე ადგილს იკავებს, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე $905 მილიონით გამდიდრდა.Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ინვესტიციები დივერსიფიცირებულია. როგორც გამოცემა ბიძინა ივანიშვილის კომენტარებზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოდ, მისი ქონების 27% გლობალური აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ ინვესტიციებში, 5% კი ნედლეულში არის განთავსებული.თუმცა, გამოცემა ივანიშვილის ქონების ანალიზს 5-იდან 1 ვარსკვლავით აფასებს, რაც გულისხმობს, რომ მისი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება რთულია.