1683541515 • ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5762 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5763 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7717 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7564 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1354 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 22 მარტიდან შევა ძალაში.
პოპულარული სიახლეები
მსოფლიო1684224880

1683541515
საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი შემცირდა, თუმცა ფასი 50%-ით გაიზარდასაქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 9,077 მლნ დოლარის ღირებულების 2 232 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 270 მლნ დოლარის ღირებულების 2 293 ტონის.გამოდის, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანა ერთ ტონა მეორეულ ტანსაცმელს საშუალოდ, 2 735 დოლარად ყიდულობდა, წელს 3 თვეში ეს მაჩვენებელი 4 067 დოლარამდე გაიზარდა.ვის შემოაქვს საქართველოში მეორადი ტანსაცმელი? 👉 შპს არჩგრუპი - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ფერიდე ცანავა, ხოლო დირექტორია მიხეილ ზურაბაშვილი👉 შპს ნავნე - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 50-50%-იანი წილები ეკუთვნით ეკატერინე ნადირაძეს და დავით გიგაურს. ნავნეს დირექტორია ეკატერინე ნადირაძე👉 შპს ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ეს უკანასკნელი ლიეტუვაში რეგისტრირებულ ჰუმანას მეორადი დაფინანსების მოძიების პროექტებს ეკუთვნის, დირექტორია თურქეთის მოქალაქე - ბორა კარამანლი👉 შპს ბორა - კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი კობა დავაძე.👉 შპს მარინა - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანია ეკუთვნის მარინა ტაველიძეს, დირექტორია ვალერი ნადირაძე
1682950331
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4940 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4967 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7449 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7441 ლარს შეადგენდა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1282 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 მაისიდან შევა ძალაში.
1682944648
რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი დღეიდან 20%-ით მცირდებარუსული მზესუმზირას ზეთზე საექსპორტო გადასახადი მაისში 19,8%-ით ნაკლები იქნება. გადასახადი უკვე მეორე თვეა, მცირდება და ტონაზე 1122.2 რუბლი (14 დოლარი) გახდება, მაშინ, როცა აპრილში 1398.9 რუბლს (17,5 დოლარს) შეადგენდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.რუსულ შროტზე, პირიქით, საექსპორტო გადასახადი ტონაზე აპრილის 4777.6 რუბლიდან 6577.7 რუბლამდე (60-იდან 82 დოლარამდე) იზრდება. წინა თვის მსგავსად, მაისში გადასახადი 1,4-ჯერ გაიზარდა. ზოგადად, შროტზე საექსპორტო გადასახადი 2022 წლის დეკემბრიდან მუდმივად იზრდება.საორიენტაციო ფასებმა, რომლის საფუძველზეც გადასახადი გამოითვალა ტონა ზეთზე 1030.7 დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი თვის წინ 1100.1 დოლარი იყო, ტონა შროტზე კი წინა 269.5 დოლარი ამჟამად 285.2 დოლარმა ჩაანაცვლა. ცნობისთვის, რუსული მზესუმზირას ზეთის საექსპორტო გადასახადი ზედიზედ ხუთი თვის ნულოვანი მაჩვენებლიდან მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან ისევ გაიზარდა. მანამდე ზეთზე არანულოვანი საექსპორტო გადასახადი გასული წლის სექტემბერში მოქმედებდა.საექსპორტო გადასახადი საორიენტაციო და საბაზისო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს. რუბლებზე გადასვლის ფარგლებში, საბაზისო ფასი ტონა მზესუმზირას ზეთზე, 1 000 დოლარის ნაცვლად, 82 500 რუბლი (1,028 დოლარი), ტონა შროტზე კი, 185 დოლარის ნაცვლად, 13 875 რუბლია (173 დოლარია).რუსეთში 2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს პერიოდისთვის მზესუმზირას ზეთზე, ხოლო 1-ელი მაისიდან 31 აგვისტომდე შროტზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი შემოიღეს. გასული წლის ზაფხულში ფედერაციის მთავრობამ მზესუმზირას ზეთის, შროტისა და მზესუმზირას მარცვლებზე საექსპორტო გადასახადის ვადა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა, ხოლო ზეთსა და შროტზე ამ გადასახადების გამოთვლა დოლარიდან რუბლებზე გადაიტანა.
1682515415
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5019 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5046 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7618 ლარს შეადგენდა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1288 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 27 აპრილიდან შევა ძალაში.
1682435232
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თურქულ მონაკვეთში ნავთობგადატვირთვა 8%-ით გაიზარდამიმდინარე წლის მარტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით თურქეთის გავლით 19,761 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტვირთა, რაც 2022 წლის მარტთან შედარებით 8,48%-ით, ანუ 1,545 მლნ ბარელით მეტია.ინფორმაციას Report ნავთობსადენის თურქულ ოპერატორ კომპანია BOTAŞ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.იანვარ-თებერვალ-მარტში ბთჯ-ის მილსადენით თურქეთის გავლით 54,810 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიქაჩა, რაც 2022 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით 7,94%-ით, ანუ 4,032 მილიონი ბარელით მეტია. ამჟამად ბთჯ-ის მილსადენი ძირითადად აზერბაიჯანის აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკზე მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირებას ემსახურება. ბთჯ-ის მილსადენით, ასევე, შაჰდენიზის საბადოს კონდენსატი, თურქმენული და ყაზახური ნავთობი გადაიქაჩება.