ლიმონის იმპორტი 22%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ და რამდენად

ლიმონი

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ლიმონის იმპორტი 22%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებულია 2.304 მლნ დოლარის ღირებულების 3 252 ტონა ლიმონი, 2025 წლის პირველ ათ თვეში 2.805 მლნ დოლარის ღირებულების 3 838 ტონა.

აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მეტი ღირებულების ლიმონი საქართველომ თურქეთიდან იყიდა. კერძოდ, ამ ბაზრიდან იმპორტირებულია 939 ათასი დოლარის ღირებულების 466 ტონა ლიმონი.

უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ლიმონის იმპორტი საქართველოში ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:

  • თურქეთი - 939 ათასი დოლარის 466 ტონა;
  • ნიდერლანდები - 793.8 ათასი დოლარის 334 ტონა;
  • სამხრეთი აფრიკა - 767.2 ათასი დოლარის 642 ტონა;
  • არგენტინა - 125 ათასი დოლარის 100 ტონა;
  • ირანი - 72.5 ათასი დოლარის 173ტონა.

რაც შეეხება ფასებს, საანგარიშო პერიოდში მცირედით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-ოქტომბერში 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 73 ცენტი იყო, შარშან იმავე პერიოდში კი 71 ცენტი.