მსოფლიო ეკონომიკა სამ ბლოკად დაიყო

მსოფლიო ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკა გეოპოლიტიკური პრობლემების გავლენის შედეგად სამ ბლოკად დაიყო. ეს არის გაერთიანება ჩინეთის, აშშ-ის ირგვლივ და გაერთიანება მათ გარეშე.

ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის პირველმა მოადგილე გიტა გოპინათმა სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომისტმა გლობალური ეკონომიკის მზარდ ფრაგმენტაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამერიკულ იმპორტში ჩინეთის წილი სავაჭრო დავების გამო 8%-ით, ხოლო აშშ-ის წილი ჩინეთის იმპორტში იმავე პერიოდში 4%-ით შემცირდა. 

გოპინათის თქმით, უკრაინის ომისა და სანქციების შემდეგ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი ვაჭრობა „ჩავარდა“. ამასთან, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მეტოქეობამ გლობალურ ვაჭრობაზე დიდი გავლენა რომ ვერ იქონია, ამ ფაქტს გოპინათი მესამე ქვეყნების არსებობას მიაწერს, რომლებიც „გამაერთანებლები“ გახდნენ. ასეთი არის, პირველ რიგში, მექსიკა და ვიეტნამი.

ფრაგმენტაციის ტენდენციასთან საბრძოლველად გოპინათი რამდენიმე ინიციატივით გამოდის. მათ შორის არის „არსებული საკანონმდებლო ბაზის დაცვა“, რაც, მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო სისტემაში ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს.