მსოფლიოს უდიდესი საპენსიო ფონდების რეიტინგი

საპენსიო ფონდები

მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებში საპენსიო დანაზოგს დაახლოებით ისეთი მნიშვნელობა აქვს, როგორიც საქართველოში უძრავ ქონებას შეიძლება ჰქონდეს.

მოქალაქეები მთელი ცხოვრების განმავლობაში იმისათვის შრომობენ, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ იმოგზაურონ, დაისვენონ და უზრუნველად იცხოვრონ, ამ ყველაფერში უდიდესი მნიშვნელობა კი დანაზოგის სწორად მართვას აქვს, რაზედაც როგორც წესი, საპენსიო ფონდი აგებს პასუხს.

ზოგადად, ეკონომიკურად რაც უფრო განვითარებულია სახელმწიფო, მით უფრო დიდია მისი საპენსიო ფონდის მოცულობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში რამდენიმე საპენსიო ფონდი ფუნქციონირებს, ამიტომ აქტივები ერთ უწყებაში არ არის კონცენტრირებული.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს უდიდესი საპენსიო ფონდების რეიტინგს აქტივების მოცულობის მიხედვით:

🔵 Government Pension Investment Fund

ქვეყანა: იაპონია
აქტივები: $1.8 ტრლნ

🔵 Government Pension Fund Global

ქვეყანა: ნორვეგია
აქტივები: $1.4 ტრლნ

🔵 National Pension Service

ქვეყანა: სამხრეთ კორეა
აქტივები: $800 მლრდ

🔵 Federal Retirement Investment Board

ქვეყანა: აშშ
აქტივები: $775 მლრდ

🔵 ABP

ქვეყანა: ნიდერლანდები

აქტივები: $630 მლრდ