რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

valuta

ეროვნული ბანკის მიერ 13მაისით დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6818 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1404 ლარია.

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6800 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6750 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1500 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6800 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6760 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1490 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1300 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6800 ლარად, გაყიდვა კი - 2.6750 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1450 ლარად, გაყიდვას კი - 3.1300 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6830 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6550 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1450 ლარად, გაყიდვა კი 3.1100 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.