რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 21 მაისით დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1043 ლარია.

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6770 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6720 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1100 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6760 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6710 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1100 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.0960 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6760 ლარად, გაყიდვა კი - 2.6710 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1150 ლარად, გაყიდვას კი - 3.1000 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6800 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6500 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1100 ლარად, გაყიდვა კი 3.0700 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.