როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 მაისს საქართველოში

ამინდი

20 მაისს ქუთაისში უნალექო დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში მზიანი დღეა, +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +22 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან ელოდებიან გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი წვიმის სახით, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +17 ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.