1749971760
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 18 დეკემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8023 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9416 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8000 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7950 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა 2.9400 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.9030 ლარად არის შესაძლებელი.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8030 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.7930 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 2.9440 ლარად; ხოლო გაყიდვა - 2.9230 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.8050 ლარად, გაყიდვა კი - 2.7950 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვა 2.9400 ლარად, გაყიდვა კი - 2.9020 ლარად არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
1749978600
ცუკერბერგს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შექმნა სურსMeta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ქმნის გუნდს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შესაქმნელად.The New York Times-ის ინფორმაციით, მის კომპანიაში ამისთვის ახალი ლაბორატორია უკვე გახსნილია და ბიზნესმენი ამ პროექტისთვის 50 ადამიანის დაქირავებას აპირებს. საუბარია AGI-ზე (Artificial General Intelligence) - ხელოვნური ინტელექტის თეორიული კვლევების სფეროზე, რომელიც მიმართულია ადამიანის დონის კოგნიტიური ფუნქციების მქონე ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე.კანდიდატების შერჩევაში ცუკერბერგი პირადად მონაწილეობს. პროექტს მრავალმილიონიანი ინვესტიციები დასჭირდება. მასში ასევე ჩართულია Scale AI-ს დამფუძნებელი ალექსანდრ ვანი. ცუკერბერგს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შექმნა სურსMeta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ქმნის გუნდს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შესაქმნელად.The New York Times-ის ინფორმაციით, მის კომპანიაში ამისთვის ახალი ლაბორატორია უკვე გახსნილია და ბიზნესმენი ამ პროექტისთვის 50 ადამიანის დაქირავებას აპირებს. საუბარია AGI-ზე (Artificial General Intelligence) - ხელოვნური ინტელექტის თეორიული კვლევების სფეროზე, რომელიც მიმართულია ადამიანის დონის კოგნიტიური ფუნქციების მქონე ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე. .კანდიდატების შერჩევაში ცუკერბერგი პირადად მონაწილეობს. პროექტს მრავალმილიონიანი ინვესტიციები დასჭირდება. მასში ასევე ჩართულია Scale AI-ს დამფუძნებელი ალექსანდრ ვანი.წყარო: imedinews.ge
1749975480
სერ დევიდ ბექჰემი - ფეხბურთის ვარსკვლავს რაინდის წოდება მიანიჭესდევიდ ბექჰემმა რაინდის წოდება მიიღო და უკვე ოფიციალურად სერ დევიდ ბექჰემად მოიხსენიება.ფეხბურთის სუპერ ვარსკვლავი, ოსკაროსან მსახიობ გარი ოლდმენთან ერთად, 19-კაციან სიაში მოხვდა, ვინც რაინდის წოდებები მიიღეს. ასევე, წოდება მიენიჭა 21 ქალბატონს, მათ შორის არიან მომღერალი და მსახიობი ელენ პეიჯი და მწერალი პეტ ბარკერი.„აღმოსავლეთ ლონდონში მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან ერთად გავიზარდე. ისინი უდიდესი პატრიოტები იყვნენ და ბრიტანელობით ამაყობდნენ, მე კი ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ჭეშმარიტად განსაკუთრებულ პატივს მივიღებდი“, - განაცხადა ბექჰემმა.ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი რაინდის წოდებაზე 2014 წელსაც იყო წარდგენილი, თუმცა მაშინ საგადასახადო სისტემასთან არსებული პრობლემების გამო ვერ მიიღო.საერთო ჯამში, მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, მასში 1 200 ადამიანია - დაჯილდოვებულთა 52% მამაკაცია, ხოლო 48% ქალი. სიის ყველაზე უმცროსი წევრი 11 წლის ასაკში შერაცხეს რაინდად, ყველაზე ასაკოვანი კი - 106 წლის.
1749973783
რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი34 წლის მერაბ დვალიშვილი 2024 წლის სექტემბერს UFC-ის მსუბუქ წონაში ჩემპიონი გახდა, რითაც კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. აღნიშნული ტიტული დვალიშვილმა გასულ კვირას მეორედ - ასევე წარმატებით დაიცვა.Marca.com წერს, რომ გამარჯვებებმა დვალიშვილს მოუტანა როგორც კარიერული ასევე ფინანსური სარგებელი. კერძოდ, მაგალითად, „UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა“.აღნიშნული გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი:გამოცემის ცნობით, 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, დვალიშვილის წმინდა ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც ძირითადად მისი საბრძოლო ფონდებიდან, სპონსორობიდან და საწარმოებიდან მოდის.უფრო დეტალურად, მნიშვნელოვნად გაზარდა დვალიშვილის შემოსავლები UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ. გამარჯვების შედეგად დვალიშვილმა საბაზისო ხელფასის სახით მიიღო ნახევარი მილიონი დოლარი. ამას დაემატა ბონუსები, რის შედეგადაც ამ გამარჯვებით ჯამში დვალიშვილმა 1.43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.ამის შემდეგ იყო UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა ტიტულის დაცვისთვის, სადაც კვლავ გაიმარჯვა. ამ ბრძოლიდან მან საბაზისო 500 000 დოლარის ოდენობის ჯილდო მიიღო, ბონუსმა კი 50 000 აშშ დოლარს მიაღწია.გარდა ამისა, დვალიშვილს აქვს რამდენიმე სპონსორობის ხელშეკრულებაც ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Flash Motors, Nabeglavi, StarPro Combat, Panini America, AMC Hyundai-Las Vegas, 31Betsocial და GA Logistics LLC.ამასთანავე, ის Athlete Studio-სთან თანამშრომლობით მართავს ონლაინ მაღაზიას და აქვს YouTube არხი 100 000-ზე მეტი გამომწერით, რაც მას დამატებით შემოსავლის წყაროს უქმნის.გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ დვალიშვილს საქართველოს მთავრობამ UFC 306-ზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ 1 მილიონი ლარის (დაახლოებით 367 000 აშშ დოლარის) ოდენობის ფულადი ჯილდოc გადასცა.ინფორმაციისთვის, გამოცემის მიერ წარმოდგენილი ქონებრივი მდგომარეობა არ მოიცავს გასულ კვირას დვალიშვილის მიერ UFC 316-ზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად მიღებულ შემოსავლებს, რადგან ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, სხვადასხვა უცხოური გამოცემა წერს, რომ ამ გამარჯვებით სპორტსმენმა მინიმუმ 800 ათასი აშშ დოლარი მიიღო.
1749825138
ევროკავშირი ყველა ავიაკომპანიისთვის უფასო ხელბარგის ერთიან ზომას დააწესებსევროკავშირი ყველა ავიარეისზე, მათ შორის, ბლოკის საზღვრებს გარეთ ფრენებზე ხელბარგის წესის შეცვლას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.ამჟამად სხვადასხვა ავიაკომპანიას, ძირითადად, დაბალბიუჯეტიან easyJet-ს, Ryanair-სა და Wizz Air-ს თვითმფრინავში ასატანი ხელბარგის ზომისა და ღირებულების შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვთ.თუმცა ევროკავშირის ახალი წესით ხელბარგზე ერთიანი ზომა დაწესდება და ბორტზე მისი ატანა უფასო იქნება. ავიაკომპანია მგზავრებისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებას ვეღარ შეძლებს.ინიციატორები აცხადებენ, რომ ინოვაცია დაასრულებს დაბნეულობას, როცა სხვადასხვა ავიაკომპანიის რეისებით მგზავრობისას მგზავრის ხელბარგი ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ მეტად დიდი ან მძიმეა მეორე ავიაკომპანიის ზომებისთვის. შედეგად მგზავრები დამატებითი გადასახადის მოთხოვნის სახით აეროპორტში უსიამოვნო „სიურპრიზებს“ აწყდებიან.ამასთან, გასულ კვირას ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრებმა ავიაკომპანიებს სავარძლის ქვეშ დასადები უფასო ბარგის ზომების სტანდარტიზაცია შესთავაზეს. თუ ამ წინადადებას ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს, მგზავრებს, ჩანთის ბორბლებისა და სახელურის ჩათვლით, 40x30x15 სმ-ის ზომის ერთი უფასო ხელბარგის ბორტზე ატანა გარანტირებული ექნებათ, რომელიც, ასევე, შეიძლება, თვითმფრინავის სავარძლის ქვეშ მოთავსდეს.ახალი წესი სავარძლის ქვეშ განთავსებულ ჩანთებზე გავრცელდება და ჯერ არ მოიცავს ჩემოდნებს, რომლებიც თვითმფრინავის სალონის ზედა განყოფილებაში თავსდება.ცნობისთვის: Ryanair-ს თავის ბორტზე 40x20x25 სმ ზომის ხელბარგის უფასო ატანა აქვს დაშვებული, მაშინ, როცა Wizz Air-ში ეს ზომა 40x30x20 სმ-სა და არაუმეტეს 10 კგ წონას შეადგენს, ხოლო easyJet უფასოდ, ბორბლებისა და სახელურის ჩათვლით, 45x36x20 სმ ზომის ხელბარგს ატარებს.bpn.ge
1749814156
ირანზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ ოქროც ძვირდებაირანზე ისრაელის თავდასხმის დაწყების შემდეგ ფასები, ნავთობის გარდა, ოქროზეც მკვეთრად გაიზარდა.ინფორმაციას Investing.com ავრცელებს.კერძოდ, ოქრო 1.8%-ით გაძვირდა და უნციაზე 3.444 დოლარამდე შეადგინა. ოქროზე სპოტური ფასიც 1.18 %-ით გაიზარდა და 3.425 დოლარს გადააჭარბა.რაც შეეხება ნავთობს, Brent-ის ფასი 6%-ზე მეტად, 6.29 აშშ დოლარით გაძვირდა და ბარელზე 73.65 დოლარამდე მიაღწია. West Texas Intermediate-ის (WTI) ნავთობის ღირებულებამ, თითქმის, 10%-ით, 6.43 დოლარით მოიმატა და 74,47 დოლარამდე შეადგინა.ცნობისათვის, 12 ივნისის, გვიან ღამით ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, ისრაელმა დაიწყო "პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად. მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ისრაელმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.თავდასხმების გამო საჰაერო სივრცე დახურა როგორც ისრაელმა, ასევე, ირანმაც. დღეს დილით, ანალოგიური გადაწყვეტილება იორდანიამაც მიიღო.თავდასხმების გამო უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა ფრენები გააუქმეს ირანში, ისრაელში, ერაყში, იორდანიასა და ლიბანში. ფრენები შეაჩერეს - Emirates airline-მა, Etihad Airways-მა და flydubai-მ.