რესტორნებში უნაღდო დანახარჯები იზრდება - როგორია საშუალო ჩეკის მოცულობა

რესტორანი

რესტორნებში უნაღდო დანახარჯები იზრდება - ამის შესახებ ირკვევა „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვიდან.

კვლევის თანახმად, 2026 წლის თებერვალში, „თიბისი ბანკის“ არხებით, რესტორნებში უნდაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 34%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ საშუალო ტრანზაციის მოცულობა რესტორნებში უნდაღო გადახდებისას 36 ლარს გაუტოლდა.

„ამავე თვეში, „თიბისი ბანკის“ არხებით რესტორნებში გაწეული უნაღდო დანახარჯების 68% რეზიდენტებმა, ხოლო დარჩენილი 32%-იანი წილი არარეზიდენტებმა დაიკავეს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

რესტორნებში უცხოელები უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ადგილობრივები

ამასთანავე, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქეების მიერ რესტორანში დახარჯული საშუალო თანხა უცხოელების ჩეკს თითქმის 4.7-ჯერ ჩამორჩებოდა.

„2026 წლის თებერვალში, „თიბისი ბანკის“ არხებით, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 25%-ით გაიზარდა 2025 წლის თებერვალთან შედარებით. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 27 ლარი დაფიქსირდა.

ამავე თვეში, რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 59%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 126 ლარს გაუტოლდა“, - ვკითხულობთ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.