1788509700
როგორია ტაქსის ფასები 1 კმ-ზე საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთში ტაქსი ყველაზე ძვირია, - ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან, რომელიც ჯამში 99 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასებს ადარებს.
უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი თურქეთში 85 ცენტია. ამ მონაცემებით ქვეყანა 99 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა.
მეზობელი ქვეყნებიდან ტაქსის სიძვირით თურქეთს რეიტინგში 76-ე ადგილით მოსდევს საქართველო. Numbeo-ს თანახმად, აქ 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი 71 ცენტია.
მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანში 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 59 ცენტია, რითაც ქვეყანა 81-ე ადგილზეა, მას კი მოსდევს რუსეთი 45 ცენტით და 87-ე ადგილით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, 1 კმ-ზე ტაქსი ყველაზე იაფი სომხეთშია. Numbeo-ს მონაცემებში სომხეთი 88-ე ადგილზეა. უფრო დეტალურად, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ტარიფი სომხეთში 43 ცენტრია.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებსაც თუ გადავხედავთ, ტაქსი ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, მას კი მოსდევს ლუქსემბურგი და ალბანეთი.
10 ქვეყანა, სადაც ტაქსის ფასები ყველაზე მაღალია:
- შვეიცარია - 4.7 დოლარი;
- ლუქსემბურგი - 4.06 დოლარი;
- ალბანეთი - 3.67 დოლარი;
- ბაჰრეინი - 3.45 დოლარი;
- მავრიკი - 3.19 დოლარი;
- იაპონია - 3.08 დოლარი;
- ნიდერლანდები - 3.03 დოლარი;
- გერმანია - 2.86 დოლარი;
- ბელგია - 2.75 დოლარი;
- მექსიკა - 2.72 დოლარი.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასები ყველაზე დაბალი ფილიპინებში, ინდოეთსა და ეგვიპტეშია.
10 ქვეყანა, სადაც ტაქსის მომსახურება ყველაზე იაფია:
- ფილიპინები - 23 ცენტი;
- ინდოეთი - 26 ცენტი;
- ეგვიპტე - 30 ცენტი;
- ირანი - 30 ცენტი;
- შრი-ლანკა - 33 ცენტი;
- უზბეკეთი - 33 ცენტი;
- ტუნისი - 34 ცენტი;
- მოლდოვა - 34 ცენტი;
- ჩინეთი - 35 ცენტი;
- ინდონეზია - 39 ცენტი.



