საქართველოში იმპორტირებული მარწყვის 97%-ი თურქეთიდან შემოდის

მარწყვი

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 913.03 ათასი დოლარის ღირებულების 645.85 ტონა მარწყვი იყიდა. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მარწყვის იმპორტი 34%-ითაა შემცირებული. 2024 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკით ქვეყანაში 982.11 ტონა მარწყვი შემოვიდა.

მიმდინარე წელს საქართველოში მარწყვის იმპორტი საბერძნეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული მარწყვის 97%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა, ხოლო 3%-ი საბერძნეთიდან.

  • თურქეთი - 628.17 ტონა
  • საბერძნეთი - 17.68 ტონა

საქართველოში მარწყვის იმპორტმა რეკორდულს მაჩვენებლებს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 3,690.07 ტონა მარწყვი იყიდა. 2024 წლის სტატისტიკით კი იმპორტმა 2,957.72 ტონა შეადგინა.