საქართველოში კარტოფილი უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში - სად ღირს ყველაზე ძვირი/იაფი პროდუქტი

კარტოფილი

მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის კარტოფილი ყველაზე ძვირი სამხრეთ-კორეაში ღირს, ყველაზე იაფი კი ბანგლადეშში, - ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, 1 კგ. კარტოფილი სამხრეთ-კორეის მარკეტებში საშუალოდ 3.8 დოლარი ღირს, ბანგლადეშში კი 32 ცენტი.

5 ქვეყანა, სადაც 1 კგ. კარტოფილის ფასი მარკეტებში ყველაზე მაღალია, ასე გამოყურება:

  • სამხრეთ კორეა - 3.80 დოლარი;
  • პუერტო-რიკო - 3.54 დოლარი;
  • კოსტა-რიკა - 3.44 დოლარი;
  • ჰონგ-კონგი - 2.92 დოლარი;
  • აშშ - 2.90 დოლარი.

იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც კარტოფილს მარკეტებში ყველაზე იაფად იყიდით, ასეთია:

  • ბანგლადეში - 32 ცენტი;
  • პაკისტანი - 33 ცენტი;
  • ინდოეთი - 35 ცენტი;
  • ნეპალი - 36 ცენტი;
  • ეგვიპტე - 40 ცენტი.

რაც შეეხება საქართველოს, 101 ქვეყანას შორის მე-80-ე ადგილზეა. ამ მონაცემებით, ერთი კგ. კარტოფილის ფასი მარკეტებში საშუალოდ 78 ცენტია. Numbeo-ს მონაცემებით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კარტოფილი ყველაზე იაფია.

უფრო კონკრეტულად, მეზობელი ქვეყნების მარკეტებში 1 კგ. კარტოფილის საშუალო ფასები ასეთია:

  • თურქეთი (95-ე ადგილი) – 58 ცენტი;
  • აზერბაიჯანი (89-ე ადგილი) – 67 ცენტი;
  • სომხეთი (85-ე ადგილი) – 72 ცენტი;
  • რუსეთი (79-ე ადგილი) – 81 ცენტი.