საქართველოში მოცვის იმპორტის 99.8% ნიდერლანდებზე მოდის - რამდენად ვყიდულობთ

მოცვი

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მოცვის იმპორტი წლიურად 53%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 508.9 ათასი დოლარის ღირებულების 37 ტონა მოცვის იმპორტი განხორციელდა, ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის პირველ სამ თვეში იმპორტირებულია 331.8 ათასი დოლარის ღირებულების 29 ტონა მოცვი.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს მოცვის იმპორტი წლიურად 21%-ით გაუძვირდა. კერძოდ, წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 13.8 დოლარია, შარშან კი 11.4 დოლარი იყო.

საქართველოში მოცვის იმპორტის 99.8% ნიდერლანდებზე მოდის

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში მოცვის იმპორტი სამი ქვეყნიდან განხორციელდა, საიდანაც უდიდესი წილი, 99.8% ნიდერლანდებზე მოდიოდა.

კერძოდ, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს მოცვის იმპორტი ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:

  • ნიდერლანდები - 507.8 ათასი დოლარის ღირებულების 35.3 ტონა;
  • თურქეთი - 700 დოლარის ღირებულების 1.2 ტონა;
  • სომხეთი - 300 დოლარის ღირებულების 0.1 ტონა.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2026 წლის იანვარ-მარტში ქართული წარმოების მოცვის ექსპორტი არ განხორციელებულა.