1683541515 • ეკონომიკა
სომხეთი, რუსეთი, ჩინეთი - საქართველოს საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი შეიცვალა

საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში 915 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 20.3%-ით მეტია.
მკვეთრად შეიცვალა საექსპორტო გეოგრაფია - იანვარ-თებერვალში 532 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა დსთ-ს ქვეყნებში, რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ის ტოლია და წინა წელთან შედარებით $202 მილიონით მეტია.
ამასთანავე, შემცირებულია ექსპორტი ევროკავშირში, რამაც 115 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მთლიანი ექსპორტის 12.6%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის 21% მოდიოდა.
მთავარი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:
1️⃣ სომხეთი - $133 მილიონი, ზრდა 192%
2️⃣ რუსეთის ფედერაცია - $128 მილიონი, ზრდა 38%
3️⃣ ჩინეთი - $112 მილიონი, ზრდა 18%
4️⃣ აზერბაიჯანი - $111 მილიონი, ზრდა 20.5%
5️⃣ ყაზახეთი - $78 მილიონი, ზრდა 393%
6️⃣ თურქეთი - $69 მილიონი, ზრდა 10%
7️⃣ ყირგიზეთი - $45 მილიონი, ზრდა 994%
8️⃣ ბულგარეთი - $34.6 მილიონი, კლება 59%
9️⃣ ესპანეთი - $21 მილიონი, ზრდა 658%
🔟 პერუ - $17 მილიონი, კლება 6%
რაც შეეხება საექსპორტო საქონლის რეიტინგს, პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები (237 მილიონი დოლარი); სპილენძის მადნები (143 მილიონი დოლარი) და ფეროშენადნობები (72 მილიონი დოლარი) იკავებს.