თბილისში თებერვალში პრემიუმ ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა - რამდენით შეიცვალა ფასი?

თბილისი

თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 421 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტია.

recov.ge-ს უძრავი ქონების განახლებული მაჩვენებლების მიხედვით, ბაზრის ზომა 21%-ით, 190 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ძველ პროექტებში კი 2022 წლის თებერვალთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. ამასთან, დედაქალაქში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 53%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ამ შემთხვევაში ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა.

საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მონაცემებით, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ფართო ცენტრში 16%-ით, გარეუბნებში - 12%-ით, ქალაქის ცენტრში კი 11%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ძველ ბინებს, ამ პერიოდში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 9%-ით, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 2% და 1%-ით გაიზარდა.