1766045873
ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი გაიზარდა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 22.4%-ით მეტი - 23.3 მლნ ლარი შეადგინა ტელე და რადიო მაუწყებლების მთლიანმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა.
ტელე მაუწყებლებმა კომერციული რეკლამიდან წლევანდელი წლის მეორე კვარტალში 21.4 მილიონი ლარი მიიღეს, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3.9 მილიონი ლარით მეტი. აქედან 70% პირდაპირი რეკლამა იყო, 5.1%-ით შემცირდა სპონსორების წილი და 3.9%-ით გაიზარდა პროდუქტის განთავსების წილი.
რადიო მაუწყებლებმა კომერციული რეკლამიდან, წლევანდელი წლის მეორე კვარტალში 1.9 მილიონი ლარი მიიღეს, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 19%-ით მეტი. აქედან 90.6% იყო პირდაპირი რეკლამა, 9.3% - სპონსორების წილი.
შეგახსენებთ, რომ კომერციულ სარეკლამო შემოსავალში შედის: კომერციული რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი, კომერციული განცხადებები.



