ტოპ-5 პროდუქტი, რასაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

რუსეთ საქართველო

რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო ბრუნვამ 965.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე პოზიციაზეა.

უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან რუსეთში 199.378 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით რუსეთი უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორებს შორის მე-4 პოზიციაზეა.

რაც შეეხება პროდუქტებს, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ტოპ-5 უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფის ჩამონათვალი ასეთია:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 44.916 მლნ აშშ დოლარის 15 293 ტონა;
  • სპირტიანი სასმელები - 37.225 მლნ აშშ დოლარის 8 740 ტონა;
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 27.284 მლნ აშშ დოლარის 50 499 ტონა;
  • ხილი, კაკალი და საკვებად ვარგისი მცენარის სხვა ნაწილები - 23.375 მლნ აშშ დოლარის 2 512 ტონა;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 12.791 მლნ აშშ დოლარის 13 981 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან საქართველოში 766.322 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის რუსეთი მე-2 ადგილს იკავებს.

2026 წლის იანვარ-აპრილში, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ტოპ-5 უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო:

  • ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 172 669 მლნ აშშ დოლარის 255 167 ტონა;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 118.493 მლნ აშშ დოლარის 298 285 ტონა;
  • ხორბალი და მესლინი - 25.342 მლნ აშშ დოლარის 98 764 ტონა;
  • ნახშირწყალბადების სულფირებული, ნიტვრირებული ან ნიტროზირებული წარმოებულები - 15.725 მლნ აშშ დოლარის 23 614 ტონა;
  • მზესუმზირის ზეთი - 15.063 მლნ აშშ დოლარის 10 023 ტონა.