1741934802
„წელს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ტურიზმის სექტორიდან $4.7 მლრდ-ის შემოსავალს მიიღებს“ - მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ელის, რომ მიმდინარე წელს, ქვეყანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით ახალ რეკორდს დაამყარებს. ამის შესახებ მან "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში ისაუბრა.
„2025 წლის ბოლოს, ჩვენი არსებული პროგნოზით, რომელიც წარედგინა კიდეც კერძო სექტორს, ქვეყანა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, ტურიზმის სექტორიდან 4.7 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. ეს იქნება ახალი ისტორია კერძო სექტორის მხრიდან შექმნილი, ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ამ ინდუსტრიის მდგრად და სტაბილურ განვითარებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან“, - განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მოცულობა - 4,425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან 7.3%-ით მეტია. უწყების ინფორმაციითვე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მე-4 კვარტალშიც - მისი ოდენობა 963.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, ზრდა გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 10.3%-ს შეადგენს.
1741932568
14 მარტი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 მარტს საქართველოში ამინდი კვლავ განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +15, +20°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, ზოგან -2°-მდე, დღისით +21, +26°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით -6, -1°, დღისით +11, +16°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8°, დღისით +26°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +11.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+10°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+10°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+10 °.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +9°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით +10°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+4°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+11°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +4°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +3°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+3°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+1°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით -2°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +4 °.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით+24°, ღამით +3°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +1°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით+25°, ღამით +2°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით 0°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -3°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით 0°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით -1°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +1°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით -3°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +9°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+10°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+8°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+8°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+10°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+11 °.
1741932552
თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტროენერგია?თბილისში, დღეს - 14 მარტს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის და ჭილაძის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 VIII კვარტლების, აეროპორტის დასახლების, სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, ლილოს დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, აბზიანიძის, ესენინის, ამილახვარის, ბანეთიშვილის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ფიროსმანის, საფაროვა-აბაშიძის, წუწუნავას, პეტრიწის, გოკიელის, სააკაძის, ფრისის, რაჭის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ჭყონდიდელის, ქუთათელაძის, ხუთწლედის, ილურიძის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მეტრომშენის დსახლების, შანდორ პეტეფის, მუსხელიშვილის, კვაჭანტირაძის, მშველიძის და უტიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, გობრონიძის, 26 მაისის, ზნაკვის, ჩხარის, სნოს, ბუგელურის, ქერჩის, გამარჯვების, შორაპნის, გურიის, სამეგრელოს, ჩიკოთის, გიორგი გურამიშვილის, ხრესილის, ვარდისუბნის, ნაკრისის, ხვანჭკარის, ტეხურას, არტანუჯის, ბოლნისის, ბორეთის, რაჭისუბნის, თერგის, სამთავროს, ოსკის, ცხენისწყლის, არწივის, შემოდგომის, ამბროლაურის, ერთობის, კახეთის, ყვარლის, მუხურას, ტაძრის, თერჯოლის, იაკობის, გოგნის, გრემის, ვანის, დაისის, კალოუბნის, რაჭის, მუხის, კაცხის, გომბორის, ალავერდის, ნაკადულის, ბორჯომის, მახარობლის, ლეჩხუმის, ხანძთის, საჩხერის, შოვის, სკანლის, რიონის, ჯვარისის, ღების, განთიადის, სამთავროს, გორგულის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1741857518
„წელს უნცია ოქროს ფასი 3000 დოლარამდე გაიზრდება“ - მიზეზებიანალიტიკოსები ძვირფასი მეტალის გაძვირებას ელოდებიან.როგორც Galt&Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, 2025 წლისთვის ერთი უნცია ოქროს ღირებულება 3000 დოლარს მიაღწევს. ამ დროისთვის კი, წლის საშუალო ფასი 2 811 დოლარს შეადგენს.როგორც მკვლევარი განმარტავს, გაზვირების გამომწვევ მიზეზებს შორის არის, როგორც ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვის ტენდენციის განგრძობითობა, ისე მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებაა.„წამყვანი საინვესტიციო ბანკების ამჟამინდელი პროგნოზების თანახმად ოქროს საშუალო ფასი მიმდინარე 2025 წელს ერთ უნციაზე $3 000-ს მიაღწევს. დღეის მდგომარეობით, 2025 წლის საშუალო ფასი $2 811 არის. შესაბამისად, ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდის მოლოდინი არსებობს. ამ მოლოდინს კი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით ოქროს შესყიდვები - ეს ფაქტორი ბაზარზე არახალია და ბოლო 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ზრდაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ბანკების აქტივობა არ შენელებულა და შესაბამისად, მათი შესყიდვები კვლავ დადებით ეფექტს ახდენს ფასებზე.მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია - ოქრო, როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტი, უპირველეს ყოვლისა უსაფრთხო (ან ყველაზე მეტად უსაფრთხო) აქტივად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, დღეს არსებული გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე მისი მიმზიდველობა იზრდება. მაგალითისთვის, როცა ინვესტორები საკუთარ პორტფელზე პოტენციური სატარიფო ომის გავლენის შემცირებას ცდილობენ, მათ აქციების ბაზარზე გაკეთებული ინვესტიციების ნაწილი სხვა დაბალრისკიან აქტივებში გადააქვთ (მათ შორის დიდწილად ოქროში).საპროცენტო განაკვეთების შემცირება - ოქროს ძირითად კონკურენტად, როგორც წესი, დაბალრისკიანი სახაზინო ობლიგაციები განიხილება. გასული წლების განმავლობაში, გლობალური ინფლაციის დამსახურებით, მსხვილ ეკონომიკებში საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე იყო, რაც სახაზინო ობლიგაციების გაზრდილ შემოსავლიანობაში ითარგმნებოდა, მათი მაღალი შემოსავლიანობა კი ამცირებდა ოქროს მიმზიდველობას. დღეის მდგომარეობით საპირისპირო ციკლი უკვე დაწყებულია - წამყვანი ცენტრალური ბანკები თანდათანობით ამცირებენ (ან ზოგ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ შეამცირებენ) საპროცენტო განაკვეთებს, რაც ძვირფასი მეტალის მოთხოვნაზე დადებით ეფექტს იქონიებს“,- ამბობს მკვლევარი.ცნობისთვის, 2024 წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1044 ტონით გაზარდეს. მონაცემების მიხედვით, ზედიზედ მესამე წელია ცენტრალური ბანკები წლიურად რეზერვებს ჯამში 1000 ტონაზე მეტით ზრდიან.ამასთან, 2024 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველი პოლონეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები იყო.
1741857429
AirBaltic უკრაინაში ფრენების აღსადგენად მზად არისავიაკომპანია AirBaltic-ის მენეჯმენტი უკრაინაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ელოდება და ბაზარზე დასაბრუნებლად მზად არის. ინფორმაციას epravda უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.სამინისტრომ განცხადება ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის ამჟამინდელი მდგომარეობა, უკრაინელი სპეციალისტების მხარდაჭერისა და მომზადების შესაძლებლობები და „რისკების შეფასების“ დოკუმენტის ანალიზი იყო.ეს დოკუმენტი გასული წლის ბოლოს სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა, განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო საწარმო „უკრაერორუხმა“ და სამხედროებმა ერთობლივად მოამზადეს. დოკუმენტი საჰაერო სივრცის ნაწილობრივ გახსნისას ძირითად საფრთხეებსა და მათი მინიმიზაციისთვის აუცილებელ ზომებს განსაზღვრავს.AirBaltic-მა დაადასტურა მზადყოფნა თავის ქსელში კიევისა და ლვოვის მარშრუტების რეინტეგრირების შესახებ, როგორც კი საჰაერო სივრცე გაიხსნება და ყველა საჭირო დადასტურება იქნება მიღებული. ავიაკომპანია, ასევე, კავშირის გაფართოებას რიგის მიღმა გეგმავს, რომ კიევი ბალტიისპირეთის სხვა დედაქალაქებს, ტალინსა და ვილნიუსს დაუკავშიროს.AirBaltic-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მარტინ გაუსის განცხადებით, ავიაკომპანიას აქვს თანმიმდევრული გეგმა და იცავს იმ ვალდებულებას, რომ უკრაინაში პირველები დაბრუნდნენ, როცა ამის გაკეთება უსაფრთხო იქნება.„კიევში ჩვენი მეორე ვიზიტის შემდეგ მზადება ჩვენი დაბრუნებისთვის აქტიურად მიმდინარეობს,“ - აცხადებს გაუსი.AirBaltic (Air Baltic Corporation AS) ბალტიისპირეთის ქვეყნებში წამყვანი ავიაკომპანია და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული გადამზიდავია.ცნობისთვის, უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ევროპული ავიაკომპანიები, Wizz Air და Ryanair მზად არიან, უკრაინაში ფრენები ცეცხლის შეწყვეტიდან 6 კვირაში აღადგინონ. უნგრული Wizz Air, დაახლოებით, 30 შემავალი მარშრუტით აღდგენას ისახავს მიზნად და “ბორისპოლის” აეროპორტში აუდიტის ჩასატარებლად კიევში ავიაკომპანიის დელეგაციის ვიზიტიც დაიგეგმა. ირლანდიური Ryanair ამზადებს გეგმას, რომელიც საშუალებას მისცემს, უკრაინაში ფრენები რუსეთთან ომის შეჩერებიდან ოთხიდან ექვს კვირაში განაახლოს. ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ ეს წელს მოხდება. Ryanair კიევსა და ლვოვში, დაახლოებით, 24 მარშრუტის გახსნას გეგმავს.
1741851869
დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ახალქალაქში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობაქ. ახალქალაქში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესებული პირები.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მარეგულირებელი კომისიის როლი და ფუნქციები. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლის მიზანიცაა მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.10-15 მარტს, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ორგანიზატორები არიან სემეკი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო.კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.