უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში თითქმის 5-ჯერ მეტი თანხა შევიდა

მგზავრობის საფასურის ელექტრონულად გადახდა საზოგადოებტივ ტრანსპორტში

2023 წლის იანვარ-მარტში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 944 335 ლარი შევიდა, რაც თითქმის 5-ჯერ მეტია 2022 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით. წინა წლის ანალოგიურ 3 თვეში დაჯარიმებული პირებისგან ბიუჯეტში 198 682 ლარი შევიდა.

თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.