Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა

Wizz Air

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები სრულად გააუქმა.

უკვე რამდენიმე დღეა, მომხმარებლები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული მარშრუტის ბილეთებს ვეღარ ყიდულობენ.

კომპანიის ელექტრონული სისტემა ვიზიტორებს ალტერნატიულ მიმართულებად ბრატისლავას სთავაზობს. ქუთაისიდან ფრენები ახლა ვენის ნაცვლად სწორედ ბრატისლავაში ხორციელდება.

ცნობისთვის, Wizz Air-მა ვენაში მდებარე ბაზის დახურავა გასული წლის სექტემბერში დააანონსა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებდნენ, ბაზის დახურვა ორ ეტაპად, 2026 წლის 15 მარტამდე უნდა განხორციელებულიყო.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზებს, კომპანიაში განმარტეს, რომ ეს ოპერაციული ხარჯების ზრდასა და უფრო მომგებიან ბაზრებზე სტრატეგიულ გადასვლას უკავშირდებოდა.

ცნობისთვის, Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ დაფრინავდა, ნომბრიდან კი სიხშირე 3 ფრენამდე შემცირდა.