1768120429
3 ვირუსი, რომლებმაც 2026 წელს შეიძლება იჩინოს თავი
მოგვწონს თუ არა, ახალი წელი ახალი ვირუსების მომტანიც შეიძლება, იყოს… ძველი ვირუსები მუდმივად ვითარდება. გლობალური დათბობის ფონზე და მჭიდროდ დასახლებულ პლანეტაზე ადამიანებსაც სულ უფრო მეტ და განსხვავებულ ვირუსთან უწევთ კონტაქტი. გაზრდილი მობილურობა კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსებს სწრაფად გავრცელება შეუძლია. ახლა კი იმ 3 ვირუსზე გესაუბრებით, რომლებსაც მეცნიერები 2026 წელს ელიან:
ინფლუენზა A პანდემიის ზღვარზე
ინფლუენზა A მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს, აინფიცირებს ცხოველების ფართო სპექტრს და სწრაფი მუტაციის უნარიც აქვს. ბოლო ინფლუენზას პანდემია H1N1 ქვეტიპით 2009 წელს იყოს გამოწვეული, რომელმაც პირველ წელს მსოფლიოს მასშტაბით 280 000 ადამიანი შეიწირა და ეს ვირუსი დღემდე აგრძელებს ცირკულირებას. ამ ვირუსს ხშირად ღორის გრიპის სახელითაც მოიხსენიებენ, რადგან სულ პირველად მექსიკაში, ღორებში, წარმოიშვა…
ბოლო დროს კი მეცნიერები მაღალი პათოგენურობის მქონე ფრინველის გრიპის H5N1 ქვეტიპს, ანუ ფრინველის გრიპს აკვირდებიან — პირველად 1997 წელს სამხრეთ ჩინეთში აღმოაჩინეს, შემდგომ კი გარეულმა ფრინველებმა ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელება გამოიწვია. 2024 წელს ძროხების ფერმაშიც აღმოაჩინეს ამერიკაში. ფრინველებიდან ძუძუმწოვრებზე გადასვლამ დიდი შეშფოთება გამოიწვია, გაჩნდა შიში იმისა, რომ ადამიანებშიც გადავიდოდა, თანაც ასეთი არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.
ამჟამად ბაზარზე არსებული ვაქცინები H5N1-ისგან არ გვიცავს, მაგრამ მეცნიერები ეფექტური ვაქცინის შექმნაზე აქტიურად მუშაობენ.
მაიმუნის ყვავილის ვირუსი
Mpox, იგივე მაიმუნის ყვავილის ვირუსი, პირველად 1950-იან წლებში აღმოაჩინეს, თუმცა სახელისგან განსხვავებით, თავდაპირველად მღრღნელებში გვხვდებოდა და ზოგჯერ ადამიანებზეც გადადიოდა. მაიმუნის ყვავილი მჭიდროდ უკავშირდება ჩუტყვავილას, ცხელებას და მტკივნეულ გამონაყარს იწვევს, რაც კვირების მანძილზე გრძელდება. მაიმუნის ყვავილის ვირუსის რამდენიმე სახეობა არსებობს, ერთი უფრო მძიმე, მეორე კი მსუბუქი. Mpox-ის ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ, როგორც ამბობენ, ჯერ მაინც არ არსებობს ეფექტური მკურნალობა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს უფრო მსუბუქი შტამის აფეთქება მოხდა და 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ეს ადამიანებს შორის ახლო კონტაქტით მოხდა, მათ შორის სქესობრივი გზით გადაცემით. გასულ წელს კი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა უფრო მძიმე შტამის ადამიანებში, ამის მიზეზი გაურკვეველია და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელიან.
ოროპოუჩეს ვირუსი
პირველად 1950-იან წლებში სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან, ტრინიდადის კუნძულზე აღმოაჩინეს, გადამტანები კი ძირითადად კოღოები და პატარა მკბენარა მწერები არიან (no-see-ums). ამ ვირუსს ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი ახასიათებს, რამდენიმე დღე გრძელდება, თუმცა სისუსტეს ადამიანები კვირების მანძილზე გრძნობენ. ათწლეულების მანძილზე ეს ინფექცია ამაზონის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებში გვხვდებოდა, თუმცა შემდგომ ამერიკისკენ აიღო გეზი, რის გამოც ფიქრობენ, რომ მას სხვა ქვეყნებში გავრცელების პოტენციალიც აქვს.



