რომელი პროდუქტების კონსერვებია ყველაზე სახიფათო

ჯანდაცვა • 1794561720
კონსერვები

ბო­ტუ­ლიზ­მი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­აა, რო­მე­ლიც ხში­რად სახ­ლში დამ­ზა­დე­ბულ კონ­სერ­ვებს უკავ­შირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ბად­რიჯ­ნის, ლო­ბი­ო­სა და სო­კოს კონ­სერ­ვე­ბი, თუმ­ცა საფრ­თხე მხო­ლოდ ბოსტნე­უ­ლით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა - ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვე­ვი ტოქ­სი­ნი შე­საძ­ლოა შე­ბო­ლილ ხორცსა და თევზშიც წარ­მო­იქ­მნას.

რა­ტომ არის სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი კონ­სერ­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­გორ ამო­ვიც­ნოთ სა­ეჭ­ვო პრო­დუქ­ტი, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ხრახ­ნი­ა­ნი თავ­სა­ხუ­რით და­კონ­სერ­ვე­ბა და რა­ტომ არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ას­პი­რი­ნი ზამ­თრის მა­რა­გის მომ­ზა­დე­ბი­სას? ამ სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge-სთან სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირაკ­ლი არა­ბუ­ლი საუბრობს.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, აცივ­და და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ბო­ტუ­ლიზ­მით მო­წამ­ვლის საფრ­თხე. ზა­ფხულ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­დუქტს აკონ­სერ­ვე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კონ­სერ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას და რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი?

- ბო­ტუ­ლიზ­მის საფრ­თხე მხო­ლოდ ამ პე­რი­ოდ­ში არ არ­სე­ბობს, ის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გარ­და კონ­სერ­ვე­ბი­სა, ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რია და მის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი ტოქ­სი­ნი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს შე­ბო­ლილ ხორცსა და თევზშიც. პირ­ველ რიგ­ში, კონ­სერ­ვებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­აა Clostridium botulinum, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად ბი­ნად­რობს ნი­ა­დაგ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის მოყ­ვა­ნი­სას ის ნი­ა­და­გი­დან პრო­დუქტზეც მოხ­ვდეს.

ეს ბაქ­ტე­რია მკაც­რი ანა­ე­რო­ბია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უჟანგბა­დო გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რი­სას იწყებს ბო­ტუ­ლო­ტოქ­სი­ნის გა­მო­ყო­ფას. ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში სწო­რედ ეს ტოქ­სი­ნია და არა თა­ვად ბაქ­ტე­რია.

მა­გა­ლი­თად, ხორ­ცი­სა და თევ­ზის შე­ბოლ­ვი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­კუ­უ­მურ შე­ფუთ­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას უჟანგბა­დო გა­რე­მო. თუ პრო­დუქ­ტი ჯვა­რე­დი­ნად და­ბინ­ძურ­და და მას ბაქ­ტე­რი­აც გაჰ­ყვა, ასეთ პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლოა ტოქ­სი­ნის წარ­მოქ­მნა და­ი­წყოს.

- ანუ შე­ბო­ლი­ლი ხორ­ცი­სა და თევ­ზის შემ­თხვე­ვა­შიც არ­სე­ბობს ბო­ტუ­ლიზ­მის საფრ­თხე?

- დიახ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია რის­კი კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი და შე­ბო­ლი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. რო­დე­საც პრო­დუქ­ტი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ან არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად გა­რე­მო­ში მზად­დე­ბა, ხში­რად არ არის და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნე­ბი.

ქარ­ხნუ­ლი წარ­მო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კონ­ტრო­ლი უფრო მკაც­რია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­დღაც, არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად გა­რე­მო­ში ამ­ზა­დებს ხორცს და შემ­დეგ ყი­დის, რის­კი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. ამას­თან, არა­ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­ში დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტს შე­საძ­ლოა სხვა პა­თო­გე­ნე­ბიც გაჰ­ყვეს.

- აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გკი­თხოთ ას­პი­რინ­ზეც, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა კონ­სერვში ამა­ტე­ბენ. ადა­მი­ანს რომ მო­უნ­დეს ას­პი­რი­ნის შე­ძე­ნა პი­რა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის, მისი შოვ­ნა აფ­თი­ა­ქებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- სა­მა­გი­ე­როდ, ხილ-ბოსტნე­უ­ლის მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა (იღი­მის). ას­პი­რი­ნი მე­დი­კა­მენ­ტია, მისი მოქ­მე­დი ნივ­თი­ე­რე­ბა კი აცე­ტილ­სა­ლი­ცი­ლის მჟა­ვაა. ის სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრე­პა­რა­ტია და არა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი კონ­სერ­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცამ თა­ვის დრო­ზე და­ად­გი­ნა, რომ პრო­დუქ­ტში მჟა­ვი­ა­ნო­ბის გაზ­რდის შემ­თხვე­ვა­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი და სო­კო­ე­ბი ვე­ღარ მრავ­ლდე­ბი­ან. ამის შემ­დეგ და­ი­წყეს ას­პი­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა კონ­სერ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას.

თუმ­ცა ას­პი­რი­ნის საკ­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის მე­დი­კა­მენ­ტი და არა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რომ ას­პი­რი­ნი ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვევ ბაქ­ტე­რი­ას არ ანად­გუ­რებს და ბო­ტუ­ლო­ტოქ­სი­ნის­გა­ნაც არ იცავს პრო­დუქტს. ის მხო­ლოდ მჟა­ვე გა­რე­მოს შექ­მნას უწყობს ხელს. ადა­მი­ა­ნი ეჩ­ვე­ვა, რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ხდე­ბა ამ პრე­პა­რა­ტის მი­მართ და რო­დე­საც დას­ჭირ­დე­ბა რე­ა­ლუ­რად ეს პრე­პა­რა­ტი ან მისი ჯგუ­ფის რო­მე­ლი­მე, შე­დეგს აღარ მის­ცემს

თა­ნა­მედ­რო­ვე კვე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში ას­პი­რინს არ იყე­ნე­ბენ. მის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, ლი­მონმჟა­ვა, ძმარმ­ჟა­ვა და ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვა.გააგრძელეთ კითხვა...