2023 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ზე ნაკლებით გაიზრდება - კრისტალინა გეორგიევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი  კრისტალინა გეორგიევა

მსოფლიო სავალუტო ფონდის ვარაუდით, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა 3%-ზე ნაკლებით გაიზრდება, - ამის შესახებ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ „ჩინეთის განვითარების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ვარაუდით, 2023 წელი ასევე რთული იქნება, ხოლო გლობალური ზრდის მაჩვენებელი 3%-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდება, რასაც პანდემიისგან დანატოვარი ნაიარევები, უკრაინაში მიმდინარე ომი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგები განაპირობებს. მომავალი წლისთვის გაუმჯობესებული ხედვის მიუხედავად, გლობალური ზრდის მაჩვენებელი 3.8%-იან ისტორიულ საშუალოზე დაბალი იქნება”, - განაცხადა გეორგიევამ.

მისივე თქმით, მსოფლიოში კვლავაც მაღალია გაურკვევლობის დონე, რასაც, უმეტესწილად, პოტენციური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფრაგმენტაცია განაპირობებს, რომელმაც, კრისტალინა გეორგიევას თქმით, შესაძლოა, მსოფლიო რამდენიმე ბლოკად დაყოს.