1757838600
კანადამ ბელარუსის ეროვნულ ბანკსა და Беларусбанк-ს სანქციები დაუწესა

კანადამ ბელარუსის ფინანსური სექტორის ცხრა ინსტიტუტს სანქციები დაუწესა. შესაბამისი გადაწყვეტილება კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მათ შორისაა - ბელარუსის ეროვნულ ბანკი, ასევე რესპუბლიკის უმსხვილესი სახელმწიფო და კომერციული ბანკები - Беларусбанк-ი, Белагропромбанк-ი, БПС-Сбербанк-ი, Приорбанк-ი, БелВЭБ-ი, Белгазпромбанк-ი, ВТБ-Банк-ი და Статусбанк-ი.
ასეთი ზომების მიღების დასასაბუთებულად ნათქვამია, რომ „ბელარუსის რესპუბლიკის ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სერიოზულ დარღვევას, რამაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული საერთაშორისო კრიზისი“.
როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩასულ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრისას, ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები დაწესებულია „შემდგომი ზეწოლის“ მიზნით, რადგან ბელარუსი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირეა.
1757919563
დიელა – პირველი მინისტრი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნაციფრული ასისტენტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება სამთავრობო სერვისების ონლაინნავიგაციაში, გახდა პირველი ხელოვნური ინტელექტის მინისტრი მსოფლიოში. კაბინეტის ახალი წევრი ალბანეთის პრემიერმა ედი რამამ წარადგინა.დიელა, რაც ალბანურად მზეს ნიშნავს, სახელმწიფო შესყიდვების საკითხს უხელმძღვანელებს.ის აქამდე კონსულტაციებს უწევდა მომხმარებლებს სახელმწიფო e-Albania პორტალზე და ეხმარებოდა მათ ბიუროკრატიული ამოცანების შესრულებაში.„დიელა, კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ფიზიკურად არ იმყოფება ადგილზე, მაგრამ ვირტუალურად შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის მიერ. ის ხელს შეუწყობს ალბანეთის ისეთ ქვეყნად გადაქცევას, სადაც სახელმწიფო ტენდერები 100%-ით თავისუფალია კორუფციისგან“, – განაცხადა ედი რამამ.დიელა, რომელიც e-Albania პორტალზე ტრადიციულ ალბანურ კოსტიუმშია გამოწყობილი, სახელმწიფო შესყიდვებს უხელმძღვანელებს.მისი უფლებამოსილება იქნება, გამოავლინოს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულები. ეს ფუნქცია ეტაპობრივად ჩამოერთმევათ სამინისტროებს და სრულად დიელა გადაიბარებს.დიელა შეისწავლის ყველა ტენდერს, რომლებსაც მთავრობა კერძო კომპანიებთან აფორმებს. პრემიერ რამას მიაჩნია, რომ ამ გზით ქვეყანაში სრულად აღმოიფხვრება კორუფცია.სახელმწიფო ტენდერები დიდი ხანია კორუფციული სკანდალების წყაროა ალბანეთში. ტირანაში ვარაუდობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ახალ მინისტრს შეუძლია.euronewsgeorgia.com
1757835054
საპნის ექსპორტი გაორმაგდა - სად ვყიდით ქართულ საპონს?საქართველოდან საპნის ექსპორტი გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 2,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 625 ტონა საპონი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1,1 მლნ აშშ დოლარის 290 ტონა საპნის ექსპორტი განხორციელდა.მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები შემდეგნაირია: 2025 წლის იანვარ-ივლისი - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 175 ტონა 2024 წლის იანვარ-ივლისი - 621 800 აშშ დოლარი - 83 ტონა რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, თუ მხოლოდ ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებს ვნახავთ, საქართველოში წარმოებული საპნის მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია, მეორე ადგილას კი ლიეტუვაა. რაც შეეხება top-10 საექსპორტო ბაზარს, მათი ჩამონათვალი 2025 წლის შვიდი თვის მონაცემებით, შემდეგნაირია: აშშ - 490 200 აშშ დოლარი - 7 ტონა ლიეტუვა - 268 700 აშშ დოლარი - 6 ტონა სომხეთი - 165 900 აშშ დოლარი - 89 ტონა თურქეთი - 141 500 აშშ დოლარი - 52 ტონა აზერბაიჯანი - 34 600 აშშ დოლარი - 9 ტონა რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანაში საპნის შემოტანის მაჩვენებლებიც გაზრდილია, თუმცა მცირედით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 20,9 მლნ აშშ დოლარის 9 372 ტონა საპონი შემოვიტანეთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 19 მლნ აშშ დოლარის 8 491 ტონა.საქართველოში საპონი ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან შემოგვაქვს.Top-5 საპნის საიმპორტო ბაზარი კი შემდეგია: თურქეთი - 7,9 მლნ აშშ დოლარი - 6306 ტონა საფრანგეთი - 2,5 მლნ აშშ დოლარი - 206 ტონა რუსეთი - 1,2 მლნ აშშ დოლარი - 526 ტონა ჩეხეთი - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 288 ტონა აშშ - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 144 ტონა
1757834820
164 მლნ დოლარის ხელფასი წელიწადში - ვინ არიან ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO აშშ-შიAssociated Press-მა ჩაატარა კვლევა, S&P 500 კომპანიების 344 აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების მონაცემები გამოითვალა.საქმე ეხებათ ისეთ დირექტორებს, რომლებმაც თავიანთ კომპანიებში მინიმუმ ორი სრული ფისკალური წელი იმსახურეს და რომლებმაც 1 იანვრიდან 30 აპრილამდე დეკლარაცია შეავსეს.ტოპ-5 აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ში, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავეს: რიკ სმიტი (Axon Enterprises) – 164.5 მლნ აშშ დოლარი; ლორენს კალპი (GE Aerospace) – 87.4 მლნ აშშ დოლარი; ტიმ კუკი (Apple) – 74.6 მლნ აშშ დოლარი; დავიდ გიტლინი (Carrier Global) – 65.6 მლნ აშშ დოლარი; ტედ სარანდოსი (Netflix) – 61.9 მლნ აშშ დოლარი. ასევე, აღმასრულებელი დირექტორების საშუალო წლიური ანაზღაურება 9.7%-ით გაიზარდა და 17.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების საშუალო თანამშრომელი 85 419 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, რაც წინა წელთან შედარებით 1.7%-იანი მატებაა.
1757833620
ილონ მასკი Starship-ის განახლებულ ვერსიას აანონსებს. რას უნდა ველოდოთ მომავალი წლიდან?SpaceX-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან კომპანიის უმძლავრესი ხომალდის, Starship-ის შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზრდება.რაკეტის მე-3 ვერსიას ყოველ აფრენაზე ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის ატანა შეეძლება. ამასთან, ხომალდის ორივე ნაწილი ხელახლა გამოყენებადი გახდება.მასკის თქმით, გაუმჯობესდება ძრავების ეფექტურობა და გაფართოვდება საწვავის ავზი, რაც შორეული მოგზაურობებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ცნობისთვის, SpaceX-მა Starship-ის მეორე ვერსიის მე-10 ფრენა რამდენიმე კვირის წინ განახორციელა.წინა წარუმატებელი მცდელობებისგან განსხვავებით, ამჯერად ხომალდმა თითქმის ყველა დასახულ მიზანს მიაღწია. გამშვები და მთავარი რაკეტების განცალკევების პროცესმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. ამასთან პირველად მოხერხდა ხომალდიდან ორბიტაზე Starlink-ის სატელიტების გაშვება. საბოლოოდ კი მთავარი რაკეტა ინდოეთის ოკეანეში გამართულად დაეშვა.
1757753217
ვინ არის იაპონიის ჭრიჭინა პრინცი, რომელიც შესაძლოა, მსოფლიოში უძველესი მონარქიის უკანასკნელი იმპერატორი გახდესიაპონიის პრინცი ჰისაჰიტო ბოლო 40 წლის განმავლობაში სამეფო ოჯახის წარმომადგენელი პირველი სრულწლოვანი მამაკაცია. იაპონიაში ბევრი შიშობს, რომ ის შეიძლება უკანასკნელი მონარქი იყოს.როგორც წესი, მონარქიაში მემკვიდრეობითი მმართველი სტატუსი ძირითადად მამაკაცებს გადაეცემა. ბოლო დროს კი მამაკაცი მონარქების რაოდენობა შემცირდა.ჰისაჰიტო ტახტის რიგში მეორეა და, სავარაუდოდ, ერთ დღეს იმპერატორი გახდება. თუმცა ახლა ის ტოკიოს მახლობლად მდებარე ცუკუბას უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია - ბიოლოგიას სწავლობს და ბადმინტონის დიდი მოყვარულია.ის განსაკუთრებით მოხიბლულია ჭრიჭინებით და ტოკიოში, აკასაკას მამულის ტერიტორიაზე მწერების ამ სახეობების ცხოვრებას სწავლობს. არის სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორიც, სადაც ჭრიჭინების შესახებ ყველაფერი წერია.მარტში გამართულ სადებიუტო პრესკონფერენციაზე პრინცმა განაცხადა, რომ გეგმავს თავისი ყურადღება ურბანულ რაიონებში ჭრიჭინების პოპულაციების დაცვაზე გაამახვილოს.ჰისაჰიტო დაიბადა 2006 წლის 6 სექტემბერს და ის ტახტის მემკვიდრის, პრინცი აკიშინოსა და მისი მეუღლის, პრინცესა კიკოს ერთადერთი ვაჟია. მას ჰყავს ორი უფროსი და: პრინცესა კაკო და ყოფილი პრინცესა მაკო, რომელმაც არასამეფო წევრზე ქორწინების გამო სამეფო სტატუსზე უარი განაცხადა.შესაძლოა, ის უკანასკნელი იმპერატორი იყოსჰისაჰიტო იმპერატორ ნარუჰიტოს ძმისშვილია. თავად იმპერატორს ქალიშვილი ჰყავს. ხოლო პრინცის მამა - აკიშინო, იმპერატორის უმცროსი ძმა, ოჯახის უკანასკნელი მამრობითი სქესის წევრი იყო, რომელმაც 1985 წელს სრულწლოვანებამდე მიაღწია.ჰისაჰიტო იმპერიული ოჯახის 16 ზრდასრული წევრიდან ყველაზე ახალგაზრდაა. ის და მისი მამა მამრობითი სქესის ერთადერთი მემკვიდრეები არიან.მამრობითი სქესის მემკვიდრეების დეფიციტი მონარქიისთვის სერიოზული პრობლემაა, რომელიც ბოლო 1500 წელია არსებობს. პრობლემა იაპონიის მოსახლეობის სწრაფად დაბერებასა და შემცირების გამო წარმოიშვა.ტრადიციულად იაპონიას მხოლოდ მამაკაცი იმპერატორები ჰყავდა, თუმცა ტახტის მემკვიდრეობით ქალებისთვის გადაცემაც დაშვებული იყო.ისტორიის განმავლობაში იაპონიას 8 ქალი იმპერატორი ჰყავდა, თუმცა ქალებისთვის ეს უფლება 1889 წელს შეიზღუდა.დღეს ქვეყანაში ამ საკითხის გარშემო დებატები მიმდინარეობს. ნაწილი მიიჩნევს, რომ იაპონიამ სამეფო წესები უნდა შეცვალოს და ქალებს იმპერატორად კურთხევის უფლება მისცეს, რასაც ნაწილი არ ეთანხმება.წყარო: cnn.com