1766217780
რუსებმა თურქეთში რეკორდული რაოდენობის - 16 312 სახლი შეიძინეს - Daily Sabah
2022 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა თურქეთში ყველაზე მეტი უძრავი ქონება შეიძინეს, რამაც ისინი უძრავი ქონების ბაზარზე უმსხვილეს უცხოელ მყიდველებად აქცია. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსებმა იყიდეს რეკორდული რაოდენობის სახლები. მათ სულ შეიძინეს 16 312 სახლი და გასული წლის განმავლობაში უცხოელი მყიდველების სათავეში ლიდერობდნენ.
სტატისტიკური სამსახურის მიხედვით, რუსების შესყიდვებმა შეადგინა უცხოელ მყიდველებზე გაყიდვების თითქმის მეოთხედი, რაც 15,2%-ით მეტია.
2022 წელს უცხოელებზე სახლების გაყიდვამ თურქეთში მთლიანი გაყიდვების 4,5% შეადგინა.
უცხოელებისთვის ყველაზე მიმზიდველი სტამბოლი გახდა, სადაც 24 953 სახლი გაიყიდა. მას მოსდევს ანტალია, პოპულარული საკურორტო რეგიონი, სადაც 21,860 სახლი გაიყიდა.
1766220300
„ქათმის ფეხები ჩინეთში ითვლება დელიკატესად - საქართველოდან ჩინეთში ქათმის ნაწილები თუ გავა, ეს იქნება მხოლოდ ფეხები“„საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მხოლოდ ქათმის ფეხების გატანაა შესაძლებელი“, - ასე შეაფასა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.მისივე თქმით, საქართველო საკუთარ ბაზარზე ქათმის ხორცის ადგილობრივი წარმოებით მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილს აკმაყოფილებს, აქედან გამომდინარე, სხვა ტიპის ქათმის ხორცის გატანის რესურსი ქვეყანას საზღვრებს გარეთ არ აქვს.„ერთადერთი რაზეც არის საუბარი, ეს არის ქათმის ფეხები. ჩვენთან არ არის დიდად მოთხოვნადი და ჩინეთში ითვლება დელიკატესად. მაგათი სამზარეულოსთვის ძალიან სასურველი პროდუქტია. შესაბამისად, თუ რამე მსგავსი მოხდა, რომ საქართველოდან ჩინეთში ქათმის ნაწილები გავა, ეს იქნება მხოლოდ ფეხები.ამ ფეხს რომ არც ფასი ჰქონდა და რაღაც კუთხით თავის ტკივილიც იყო სად წაეღოთ. თუ გამოჩნდება სერიოზული მყიდველი და ალბათ სერიოზულ თანხასაც გადაიხდის, შეიძლება ადგილობრივ მწარმოებლებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ გაზარდონ წარმოება. ეს იმიტომ, რომ გაუიაფებს ტან-ფეხს. ფეხი რომ გაიყიდება და ყულაბაში რაღაც თანხას შემოიტანს, შეიძლება საინტერესო გახდეს უკვე ხორცის წარმოებაც. რაღაც პატარა სტიმულივით მისცემს მწარმოებელს.რაც შეეხება ქათმის ხორცის სხვა ნაწილებს, ჩვენი პროდუქციით თავად ვერ ვიკმაყოფილებთ მოთხოვნის 30%-ს. აქედან გამომდინარე, არ მგონია ვინმემ რაიმე სხვა ჩინეთში გაიტანოს და ქართული ბაზარი ისე დატოვოს“, - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ჩინეთში ქათმის ხორცის ექსპორტი განახორციელოს.
1765520808
12-14 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, მთაში - თოვლი - გარემოს სააგენტოგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული."13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)" - წერია გარემოს სააგენტოს განცხადებაში.
1765432288
11 დეკემბრის ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით წვიმა ,მაღალმთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი.თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 15-17 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კი 6-8, აღმოსავლეთ საქართველოში ქართლში 11-13, კახეთში 12-14, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 4-6 გრადუსი იქნება.დედაქალაქში ჰაერი 11-13 გრადუსამდე გათბება.
1765175357
8 დეკემბრის ამინდის პროგნოზიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში:8 დეკემბერს ქუთაისში დღისით +18 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.ოზურგეთშიც მზიანი დღეა. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთში მზიანი ამინდია. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღეა სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლს ვარაუდობენ, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.ბორჯომში +10 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მოსალოდნელია თოვლი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.ომალოშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +5 ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში წვიმს. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება
1765093320
ხინკალი და ხაჭაპური ისევ გაძვირდა - კიდევ რა მომსახურებაზე მოიმატა ფასებმა კაფეშისტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანსა და კაფეში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - ხინკალზე ფასმა 4.12%-ით, ხოლო ხაჭაპურზე - 10.77%-ით მოიმატა.ამავე სტატისტიკის მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 7.5%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი - 8.75%-ით, ღორის ხორცი - 5.9%-ით, ფქვილი - 9.68%-ით, მარილი - 8.28%-ით, იმერული ყველი - 10.77%-ით, ზეთი - 17.3%-ით და კარაქი - 10.56%-ით გაძვირდა. რაც შეეხება მწვანილს და ხახვს, საქსტატის მონაცემებით ნოემბერში მწვანილი 40.25%-ით გაიაფდა, ხახვი კი 5.2%-ით.ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 6.5%-ით არის გაზრდილი. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპური საცხობში 8.04%-ით, ყავა კაფეში - 6.85%-ით, ლუდი ბარში კი 10.11%-ით გაძვირდა.ცნობისათვის, 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2.3 პროცენტი შეადგინა.



