თურქეთი ხორბლის, სიმინდისა და ქერის იმპორტზე 130%-იან გადასახადს აწესებს

ხორბალი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შეტანილ ხორბალზე, სიმინდსა და ქერზე ნულოვანი საბაჟო გადასახადი 1-ელი მაისიდან მოქმედებას შეწყვეტს და ეს საქონელი 130%-იანი გადასახადით დაიბეგრება. ინფორმაციას Resmi Gazete ავრცელებს.

გამონაკლისი დაშვებულია სინგაპურისთვის, რომლიდანაც თურქეთში ამ პროდუქციის ნაწილის შეტანა 16,2%-იანი გადასახადით იქნება შესაძლებელი, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინაზე ნულოვანი ბაჟი დარჩება ძალაში. 

კოვიდპანდემიამდე იმპორტის გადასახადი ხორბალზე 45%-ს, ქერზე 35%-ს, ხოლო სიმინდზე 25%-ს შეადგენდა. თუმცა 2020 წლის ოქტომბერში, პანდემიის დაწყებისთანავე თურქეთმა ეს გადასახადები ჯერ შეამცირა, შემდეგ კი საერთოდ გაანულა.