1768216550
124 მლნ ლარის დაგროვებითი პენსია უკვე გაიცა - რამდენმა პირმა ისარგებლა
2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული იყო 1.706 მლნ ადამიანი, - ამის შესახებ საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემებით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 26 820-მა პირმა, მათზე პენსიის სახით კი ჯამურად 124 მილიონი ლარი გაიცა.
„დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, - აღნიშნულია საპენსიო ფონდის განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა ვრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.



