„2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 წლის განმავლობაში 4 200 000 ლარით დააფინანსებს“ - თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტი

„2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 წლის განმავლობაში დააფინანსებს 4 200 000 ლარით“, - ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, -  ცოდნის ფონდი ფინანსურად მხარს დაუჭერს:

„•⁠ ყველა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტში და სრულად დაუფინანსებს 4-წლიან სწავლებას

•⁠ ყველა აბიტურიენტს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ უნივერსიტეტში. მათ გადაეცემათ 4-წლიანი სწავლის საფასურის თანადაფინანსების გრანტი

•⁠ საერთაშორისო და ეროვნული ოლიმპიადების ყველა პრიზიორს, რომლებსაც ფონდიდან სასწავლო გრანტი გადაეცემათ

•⁠ შემეცნებით კონკურსებში გამარჯვებულ აბიტურიენტებს, რომლებიც მიიღებენ სასწავლო ვაუჩერებს სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირობები აბიტურიენტებისთვის, როგორც წინა წლებში, რჩება სტაბილური და მყარი - არ იგეგმება არც სწავლის საფასურის ცვლილება და არც უცხოელი სტუდენტების მიღება შემოსავლების გაზრდის მიზნით.

საქველმოქმედო ცოდნის ფონდი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები კვლავაც აგრძელებენ დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული მისიის პასუხისმგებლობით განხორციელებას ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების ხარისხიანი და კონკურენტული განათლების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.