1679999846 • საზოგადოება
აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის მქონე დრონი შექმნა

აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა დავით მრელაშვილმა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის მქონე დრონი შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუკგვერდზე თავად აქვეყნებს.
„გამარჯვების „პალასაზე“ ვართ ქართველები, ბარემ ერთი გინესის მსოფლიო რეკორდიც დავამატოთ. სურათზეა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის ელექტრული შვეულმფრენი - ე.წ. დრონი, და მისი შემქმნელი - თქვენი მონა-მორჩილი“, - წერს დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში.
პოპულარული სიახლეები
მსოფლიო1680267942
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5563 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5604 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7802 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7862 ლარს შეადგენდა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1332 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.
1680267194
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.4 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდასაქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 23.5 მლრდ აშშ დოლარი (63.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2022 წლის მშპ-ს 95.7 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.ეროვნული ბანკის ცნობით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.4 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 764.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილების გამო - 568.1 მლნ. აშშ დოლარით და ფასის ცვლილებების გამო 66.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა; ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 8.7 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.6 მლრდ აშშ დოლარი (28.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 43.2 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.1 მლრდ აშშ დოლარი (21.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 896.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 440.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი).ამავე ცნობით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (17.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისმა ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. მათ შორის ვალის 50.7 პროცენტი დენომინირებულია აშშ დოლარში, ხოლო 27.1 პროცენტი ევროში.საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.5 მლრდ აშშ დოლარი (33.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2022 წლის მშპ–ს 50.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (15.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.3 პროცენტია.ბანკის ცნობით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 28.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 34.5 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 6.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 896.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 462.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
1680013707
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5712 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0042 ლარი შეადგინა.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7828 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7727 ლარს შეადგენდა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1346 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 მარტიდან შევა ძალაში.
1679935822
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5754 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5764 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7727 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7665 ლარს შეადგენდა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1349 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 მარტიდან შევა ძალაში.
1679744647
იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურად იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 32.6%-ით გაიზარდა - pmcg2023 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.6%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.„2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-იდან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 20%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.6%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 44.2%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3%-ს შეადგენდა,“ - აღნიშნულია კვლევაში.