„განსაკუთრებით ბაზრობებზე გვხვდება სათამაშოები, რომლებიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის“ - Wishlist

სათამაშოები

საქართველოში ბავშვთა სათამაშოების სეგმენტი გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ მზარდია და სტაბილური აღმავალი ტენდენციით ხასიათდება.

როგორც კომპანია Wishlist-ის დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ადგილობრივ ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს სათამაშოები, რომლებიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის სრულად უსაფრთხო არ არის.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემები განსაკუთრებით ბაზრობებზე შეინიშნება, ამიტომ საჭიროა ზედამხედველობის სამსახურის კონტროლი უფრო ინტენსიური გახდეს.

"ჩვენს სფეროში კონკურენციაც საკმაოდ მაღალი გახლავთ. სამწუხაროდ, ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სათამაშოები, რომლებიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის სრულად უსაფრთხო არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლი და სანქციები, რათა პატარების ჯანმრთელობა დაცული იყოს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში კონტროლის გამკაცრებაც შეინიშნება. მომხმარებლები პირველ რიგში უნდა მოერიდონ: ბაზრობებს, საწყობებს და არაბრენდულ ლოკაციებს. ბაზრობებზე საკმაოდ ხშირი შემთხვევებია, როდესაც სერტიფიკატებს და ეტიკეტებს აყალბებენ და ქვეყანაში პროდუქცია ისე შემოაქვთ. ბაზრის ზედამხედველობის სააგენტო ამ ყველაფრის კონტროლს ახორციელებს, მაგრამ ჩემი აზრით, კონტროლი უფრო ინტენსიური უნდა გახდეს", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია Wishlist-ის შოურუმში ხელმისაწვდომია ბავშვთა სამყაროს კატეგორიაში არსებული ყველა ნივთი. პროდუქცია ევროსტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებულია.

კომპანიის ფილიალებში დაგხვდებათ მსოფლიოში ცნობილი წამყვანი ბრენდების მოდელები, როგორიცაა – Anex, Adamex, KikkaBoo, Graco, Pilsan, Baby Merc, Dede, Barbie, Polesie, Byox, Makani, Wader, Mochtoys, Paradiso Toys, Cangaroo/Moni და სხვა.

წყარო: bp.ge