აშშ-მა შესაძლოა, ვიზის აპლიკანტებს უარი დიაბეტის ან სიმსუქნის საფუძველზეც უთხრას

მსოფლიო 1763188140
ლეგალიზება

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, უცხოელებს, რომლებიც აშშ-ში საცხოვრებლად ვიზის მიღებას შეეცდებიან, შესაძლოა, უარი გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობების გამო უთხრან, მათ შორისა, დიაბეტი ან სიმსუქნე.

საიმიგრაციო ოფიცრებს ევალებათ, განცხადების წარმდგენებს აშშ-ში შესვლის უფლება ახალი მიზეზების გამო არ მიანიჭონ, მათ შორის, ასაკის ან იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია სოციალურ დახმარებაზე მათი დამოკიდებულების ალბათობა.

ინსტრუქციის მიხედვით, ასეთი ადამიანები შესაძლოა, „საზოგადოებისთვის ტვირთად“ იქცეს, რამაც ჯანმრთელობის ან ასაკის მხრივ მათი პრობლემების გამო შესაძლოა, აშშ-ს რესურსების ხარჯვა გამოიწვიოს.