იანვარში თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 132%-ით გაიზარდა და 1.685 მლნ ლარი შეადგინა

პარკინგი

თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან იანვარში ბიუჯეტში შესული თანხა 132%-ით გაიზარდა და 1.685 მლნ ლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ თვეში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 685 664 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 727 076 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა.

უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 23 511 249 ლარი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში - 12 330 225 ლარი.

რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ბიუჯეტში ჯამში 17 527 091 ლარი შევიდა.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.