1738653184
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი დაეცა
![ლონდონის ბირჟა ლონდონის ბირჟა](https://m2b.ge/uploads/files/2024/05/16/3167/londonis-birzha_w_h.jpeg)
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად ბირჟაზე წარმოდგენილი სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი დაეცა.
როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები:
Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 1.85%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 45 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა 2.03 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.
TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.71 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებდა. ერთი აქციის ფასი ამჟამად 30.25 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.66%-იან ვარდნაზე მიუთითებს.
Georgia Capital PLC-ის აქციების ფასი 2.55%-ით შემცირდა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 11.46 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 463.4 მლნ სტერლინგს აჭარბებდა.
1738570254
![ამერიკელი მილიარდერი, Twitter-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი ამერიკელი მილიარდერი, Twitter-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი](https://m2b.ge/uploads/files/2022/12/31/652/ilon-maski_b_t.jpeg)
1738744314
ილონ მასკი: კორუმპირებული პოლიტიკოსები, რომლებიც USAID-ის შენობასთან პროტესტს მართავენ, ფულს USAID-ისგან იღებენკომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ვაშინგტონში USAID-ის შენობასთან „დემოკრატი“ კომგრესმენების საპროტესტო აქციას ეხმაურება.„კორუმპირებული პოლიტიკოსები, რომლებიც USAID-ის შენობასთან პროტესტს მართავენ, ფულს USAID-ისგან იღებენ. ამიტომაც არიან იქ - მათ უნდათ თქვენი გადასახადებიდან მოპარული დოლარები!“ - აღნიშნა ილონ მასკმა.
1738739858
„თუ რუსეთმა სურსათის ექსპორტი აკრძალა, საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება“ - დისტრიბუტორებითუ რუსეთმა სურსათის ექსპორტი აკრძალა, საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება, - ასე ეხმაურება „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე რუსეთის მხრიდან საკვები პროდუქტების ექსპორტის შესაძლო შეზღუდვას.როგორც ცნობილია, 2025 წლის იანვრის ბოლოს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ვითარება შიდა ბაზრის სტაბილურობის სასარგებლოდ არ განვითარდა, მოსკოვი სურსათის ექსპორტზე შეზღუდვას დააწესებს.აღსანიშნავია, რომ საქართველოში საკვების პროდუქტების უდიდესი ნაწილის იმპორტი სწორედ რუსეთიდან ხორციელდება. 2024 წელს საქართველოში 1.79 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საკვებისა და სასმლის იმპორტი განხორციელდა. საკვებისა და სასმელების იმპორტში რუსეთის წილი სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალია. საქსტატის მონაცემებით, რუსეთის წილი საკვების იმპორტში 24%-ს შეადგენდა.გასულ წელს საქართველომ რუსეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით მარცვლოვანი კულტურები იყიდა, რაშიც ჯამში 92.4 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, მეორე ადგილი ეკავა ცხიმებსა და ზეთებს (ჯამური ღირებულებით 56.3 მლნ აშშ დოლარი).10 ძირითადი პროდუქტი, რომელიც რუსეთიდან საქართველომ 2024 წელს ყველაზე მეტი ღირებულების შეიძინა, ასე გამოიყურება: მარცვლოვანები - 92.42 მლნ აშშ დოლარის; ცხიმები და ზეთები - 56.32 მლნ აშშ დოლარის; პურეულის მზა პროდუქტები - 51.14 მლნ აშშ დოლარის; კვების სხვადასხვა პროდუქტები - 48.52 მლნ აშშ დოლარის; ცოცხალი ცხოველები - 45.79 მლნ აშშ დოლარის; ფქვილ-ბურღულეული, ალაო, სახამებელი - 37.71 მლნ აშშ დოლარის; კაკაო და მისი პროდუქტები - 30.23 მლნ აშშ დოლარის; შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი - 15.55 მლნ აშშ დოლარის; ბოსტნეულის - 15.49 მლნ აშშ დოლარის; რძის პროდუქცია; კვერცხი; თაფლი - 13.96 მლნ აშშ დოლარის; ამ ფონზე, საინტერესოა, რა გავლენა ექნება შეზღუდვის დაწესებას საქართველოზე. როგორც ლაშა რიჟამაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სადისტრიბუციო კომპანიებს მიმწოდებლებისგან უახლოეს პერიოდში შეზღუდვის დაწესების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.„შეზღუდვასთან დაკავშირებით კომპანიებს არსებითი ნეგატიური მოლოდინები არ აქვს. ამ ეტაპზე კომპანიებს მომწოდებლებისგან არ მიუღიათ ინფორმაცია, რომ სურსათის ექსპორტი არსებითი მოლოდინი უნდა იყოს. ამ ეტაპზე არ არსებობს მოცემულობა, რომ გარკვეული ტიპის შეზღუდვა დაწესდეს“, - ამბობს რიჟამაძე.მანვე აღნიშნა, რომ თუ რუსეთმა სურსათის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა, გადაწყვეტილება საქართველოში საკვები პროდუქტების დეფიციტს არ გამოიწვევს.„პანდემიის პერიოდში გარკვეული ტიპის შეზღუდვები როცა დააწესა რუსეთმა, ქართულმა კომპანიებმა შეძლეს, რომ ეს შეზღუდვები არ ასახულიყო საქართველოზე და მაინც ხდებოდა პროდუქციის შემოტანა. მაშინ პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა და არც ახლა შეიქმნება თუკი მსგავსი შეზღუდვა იარსებებს“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
1738734420
5 თებერვალი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 5 თებერვალს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ნალექი, მთიან რეგიონებში თოვლის სახით. საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +3, +8°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით -3, +2°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +2, +7°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით + 3 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +3°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით+3°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +4.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით+5 °.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით+4°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +4°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -2°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით+2°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ნალექი. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +2°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ნალექი. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -1 °.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ნალექი. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით-2°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -4°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -7°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +1°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი.. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით 0°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -1°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-1°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -8°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -9°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-3°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -4°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით-3 °.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -7°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +3°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +3°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით+2°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით+2°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +1°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +3°.
1738733520
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 5 თებერვალს ელექტრომომარაგება?თბილისში, დღეს ნაძალადევის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს - 5 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, კოხრეიძის, დიდი ჯიხაიშის, სააკაძის, მრევლიშვილის, იმერეთის, ცინცაძის, ცოტნე დადიანის, სანერგის, რიონჰესის, ჭიჭინაძის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის, მერაბ კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, ლაპიაშვილის და ქუჩიშვილის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1738656334
Bugatti, Aston martin, Ferrari... - რამდენი ძვირადღირებული ავტომობილია საქართველოში რეგისტრირებულიAston martin, Bugatti, Ferrari, Lamborghini, Rolls Royce, Bentley - ეს ის 6 ძვირად ღირებული ავტომობილია, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით, მათი რაოდენობა საერთო ჯამში 117 ერთეულს შეადგენს. ყველაზე მეტი კი აქედან Ferrari-ა - დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ბრენდის 40 ერთეული მანქანაა რეგისტრირებული.გთავაზობთ ჩამონათვალს, რამდენი ძვირად ღირებული ავტომობილია რეგისტრირებული საქართველოში: Bugatti - 2 ერთეული Aston martin - 6 ერთეული Rolls Royce - 16 ერთეული Bentley - 26 ერთეული Lamborghini - 27 ერთეული Ferrari - 40 ერთეული აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მარკებიდან ყველაზე ძვირად ღირებული არის Bugatti. საქართველოში ამ ბრენდის 2 მოდელი მოძრაობს - Bugatti roadster, რომლის ფასი 5 მლნ დოლარიდან იწყება და Bugatti chiron, რომლის საწყისი ღირებულება 3 მლნ დოლარია.